08:20, Friday, 03.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მერიის ხელმოწერილი ნებართვა და საზოგადოების პროტესტი

05.05.2015

 
ნინო ქიმაძე

27 აპრილს სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფმა“ თამარაშვილის 13 ნომერში, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით, ხეების გაჩეხვა დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული ფაქტი „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. მათი თქმით, უკვე თვეებია, რაც იპოდრომის ტერიტორიაზე მონიტორინგს აწარმოებენ. იპოდრომის რეკრეაციული ზონის ათვისების წინააღმდეგია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატიც, ალექსანდრე ელისაშვილი. 

რეკრეაციული ზონის დაცვის მიზნით მოსახლეობამ და „პარტიზანულმა მებაღეობამ“ არაერთი აქცია გამართეს. მათ შორის იყო 28 აპრილს საკრებულოსთან გამართული აქცია,  სახელწოდებით - „არა ხე ჭრა“, რომლის მთავარი მოთხოვნა თამარაშვილზე ხეების მოჭრის განკარგულების გაუქმება იყო.

„პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მარიამ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ იპოდრომის ტერიტორია ინვესტორებზე გასხვისდა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები მომავალშიც მოხდება, თუ საკრებულო და მოსახლეობა დროულად არ მოახდენს რეაგირებას.

 „იპოდრომის ტერიოტორია, წლების მანძილზე, სულ უფო და უფრო მცირდება. აღნიშნულ ტერიტორიას „პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელები უწყვეტ რეჟიმში ვადევნებთ თვალს. მას შემდეგ, რაც ხმაური ავტეხეთ, მოვიდა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი და დაწყებული პროცესები შეაჩერა“,- აღნიშნა მარიამ ბაქრაძემ.

„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლები მომხდარში პასუხისმგებლობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებენ და მოითხოვენ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ხალხის მიერ შერჩეული კადრებით დაკომპლექტდეს.

„მწვანე საფარის გადასარჩენად პარტიზანი მებაღეები აქციების გამართვას საკრებულოსთან და მერიასთან გვეგმავთ. პროტესტს მანამ არ შევწყვეტთ, სანამ არ იქნება გათვალისწინებული ხალხის აზრი და არ აღმოიფხვრება ხეების უკანონო გაჩეხვის ფაქტები“, -განაცხადა მარიამ ბაქრაძემ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი, „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლების მსგავსად, იპოდრომის ტერიტორიის გაჩეხვაში პასუხისმგებლობას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებს.

„ბიძინა გიორგობიანს ხეების დაცვა ავალია და დეველოპერივით და მენაშენესავით კი არ უნდა მესაუბრებოდეს, არამედ სანგარი უნდა ჰქონოდა გათხრილი იპოდრომის ტერიტორიაზე და კბილებით დაეცვა ეს ხეები. ქალაქს ისეთი კანონები სჭირდება, რომლებიც ავტომატურად  უზრუნველყოფს იმას, რომ მწვანე ზონა მშენებლობის პოლიგონი არ გახდეს. სამწუხაროდ, ახლა, მხოლოდ მოსახლეობის ზეწოლაა ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც მსგავსი ქმედებების შეჩერება შეუძლია“, - განაცხადა საკრებულოს დამოუკდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი, თამარ ცინცაბაძე დედაქალაქის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას წინა და ახალი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგს უწოდებს.

„ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება უსუსური აღმოჩნდა, მათი მთავარი მოვალეობა  სავალალო მდგომარეობის გამოსწორება იყო, რასაც არ ასრულებენ“, აღნიშნა თამარ ცინცაბაძემ.

მომხდარი ფაქტის გამო ადგილობრივი მოსახლეობაც შეშფოთებულია. მათი თქმით, მერიამ ხეების უკანონო გაჩეხვა უნდა აღკვეთოს, რადგან ქალაქი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას.
 
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე  ოცდაორსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც იმ საცხოვრებელი კორპუსების მთელ ხედს დაფარავს, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მერიისგან პირობა გვქონდა მიღებული, რომ არცერთი ხე არ მოიჭრებოდა და კორპუსი არ აშენდებოდა, თუმცა, ხეები მაინც მოიჭრა. როგორც ვიცით, ნებართვა საკრებულოდან იყო გაცემული, თუმცა სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია“, - აცხადებს თამარაშვილის 13 ნომერში მცხოვრები ნინო ჩარექიშვილი.

თამარაშვილის № 13 -ის მაცხოვრებლები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

დეპუტატების, „პარტიზანი მებაღეების“ და მოსახლეობის ბრალდებებს თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი პასუხობს. მისი თქმით, დეველოპერმა იჩქარა როდესაც ხეების მოჭრა დაიწყო, რადგან ამ პერიოდში პროექტი ჯერ კიდევ განხივლის ფაზაში იყო.

„ყველა დეველოპერს ვთხოვეთ, შეემუშავებინათ ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც ყველა კოეფიციენტი დაცული იქნებოდა. რამდენჯერმე მივეცით შენიშვნა რეგულირების გეგმის განხილვისას. ჩვენი სურვილია, განაშენიანება სტანდარტების დაცვით მოხდეს. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა ნებართვა გასცა იმიტომ, რომ ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში განსახილვევლად გასულიყო. დეველოპერმა იჩქარა, აღარ დაელოდა საკრებულოს გადაწყვეტილებას და, ჩვენ მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხეების ჭრა დაიწყო. როგორც კი შევიტყვეთ, რომ საკრებულოს გეგმა დამტკიცებული არ ჰქონდა, უკანონო ჭრა მაშინვე შევაჩერეთ“, - განაცხადა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა.

იპოდრომის განაშენიანების საქმეზე განხილვა და მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა, დათმობას არცერთი მხარე არ აპირებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC