კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეს-რელიზი - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ცომაია სასამართლომ გაამართლა

6 მაისი, 2015
 7 მაისს, 11:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი  პრესკონფერენციას გამართავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ცომაიას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით. 

დღეს, 6 მაისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, ბრალდებული გიორგი ცომაია თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. 

გიორგი ცომაიას ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი იცავდა.

2014 წლის 14 აგვისტოს, შუაღამისას, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 გაყოფილებაში სასტიკად ცემეს მოქალაქე გიორგი ცომაია, რომელმაც პოლიციას დახმარებისათვის მიმართა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მან მორიგე პოლიციელს სთხოვა, დახმარებოდა წინა ნასამართლობის დროს პოლიციის მიერ ჩამორთმეული მისი მობილური ტელეფონის დაბრუნებაში. იგი სცემა დაახლოებით თერთმეტმა პოლიციელმა.  გიორგი ცომაიას  ცემა გრძელდებოდა 10 წუთის განმავლობაში. მას ხელებითა და ფეხებით სცემდნენ გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში, ამცირებდნენ და აფურთხებდნენ სახეში. ცემის ფაქტი დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. იმის ნაცვლად, რომ სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების წინააღმდეგ აღძრულიყო, მეორე დღეს, 2014 წლის 15 აგვისტოს გიორგი ცომაიას წარედგინა ბრალდება, თითქოს მან ცივი იარაღით - განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა.  

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ  გიორგი ცომაია უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს გიორგი ცომაიას ინტერესების დაცვას და მოითხოვს, პროკურატურამ დროულად გამოიძიოს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში ცომაიას ცემის ფაქტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები