კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო

11 მაისი, 2015
 
TCC.GOV.GE

2015 წლის 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული გიორგი ცომაია უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. 

მას ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წლის 14 აგვისტოს, ქ თბილისში, გიორგი ცომაია თავს დაესხა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს გამომძიებელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმა. 

სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, სასამართლომ გიორგი ცომაია უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
 
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა 16 სასამართლო პროცესი, დაიკითხა ბრალდების 14 და დაცვის მხარის 5 მოწმე.
 
სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

ახალი ამბები