კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო მოხელეების ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" დაიცავს

13 მაისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ნეპოტიზმი, შრომითი დავალიანებები, კონკურსებისა და საატესტაციო გამოცდების   შედეგები, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები - აღნიშნულ საკითხებს მიმდინარე თვიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლის. ამის შესახებ განცხადება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ქუთაისში, მედიასაშუალებებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენი ორგანიზაცია საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პროცესს ყურადღებით აკვირდებოდა. გვყავდა მონიტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, გვაქვს შედეგები, რომელიც არცთუ სახარბიელოა. საჯარო მოხელეებს, ასევე, იმ პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ პროცესებში შეილახა მათი უფლებები, ვთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას. ასევე, წარმომადგენლობას სასამართლოში და მათი ინტერესების დაცვას", - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები