კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გორი საქართველოს ღირსებისთვის“- 19 მაისს გორში კონტრ-აქცია გაიმართება

15 მაისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს“, - ასე მიმართა 9 მაისს გორში შეკრებილებს „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ თავმჯდომარემ, თემურ ფიფიამ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გორში გამართული აქციის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. აქციას გამოეხმაურა მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ თავმჯდომარე, ანდრო ბარნოვი. 

„რუსეთი უკვე პირდაპირ ახერხებს საზოგადოების სიღრმეში შემოღწევას და ცდილობს, ჩვენივე პირით გვათქმევინოს უარი დამოუკიდებლობაზე, განვითარებასა და პროგრესზე“,- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, საზოგადოება „სტალინელების“ წარმომადგენელი, ალეკო ლურსმანაშვილი აქციის კრიტიკოსების შენიშვნას სახელმწიფო დროშის აქციაზე არ ქონის შესახებ იზიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ფაშიზმზე გამარჯვება საბჭოთა დროშების ქვეშ მოხდა და ამიტომ ჭარბობდა, 9 მაისს გორში გამართულ აქციაზე, საბჭოთა სიმბოლიკა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „თავისუფლების ქარტიით“ მიღებულ კანონში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება იკრძალება. როგორც გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი განმარტავს, მერიაში აქციის გამართვის ნებართვის წერილში მითითებული არ იყო, თუ ორგანიზატორები აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკას გამოიყენებდნენ.
 
9 მაისის აქციასთან დაკავშირებით გორში საპროტესტო კამპანიაც წამოიწყეს - „გორი არ არის წითელი“. 

„გორი საბჭოური ქალაქი არ არის, გორელები წარსულს არ მისტირიან. ვფიქრობთ, რომ თავისუფალ საქართველოში ცხოვრება ეს ყველა ჩვენგანის პრიორიტეტი უნდა იყოს“,-განაცხადა „მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“ წარმომადგენელმა, ლალი ომიაძემ.

9 მაისს გამართული აქციის საპასუხოდ, 19 მაისს კონტრ-აქციის მოწყობა დაიგეგმა, ლოზუნგით - „გორი საქართველოს ღირსებისთვის“. აქციის მონაწილეები ევროპული არჩევანის გამოსახატავად შეიკრიბებიან.

„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო, ყველას გვახსოვს ის, რომ რუსეთი გამუდმებით ცდილობდა ჩვენს შევიწროებას“,-აღნიშნა გორის მცხოვრებმა, სალომე ლაფაჩიმ.
„გორელებმა ისტორიაც კარგად იციან, ის პერიოდიც კარგად ახსოვთ, თუ რა სიკეთე მოუტანა რუსეთმა საქართველოს. ამიტომ თავის სათქმელს ახალგაზრდები იტყვიან“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რამაზ ჩუტკერაშვილმა.

ახალი ამბები