კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რელიზი-ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქეთა ცემის ფაქტების მიუკერძოებელ და დროულ გამოძიებას მოითხოვს

18 მაისი, 2015
 
ხვალ, 19  მაისს, 12:30 საათზე რეპორტიორის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი  პრესკონფერენციას გამართავს პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს  პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ფატებთან დაკავშირებით ორგანიზაციაში მომართვიანობის გაზრდის თაობაზე. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან მოქალაქეების - თორნიკე მარგიანისა და ალექსანდრე ახალკაცის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ. 

ნატა თარხან–მოურავმა ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს მისი ვაჟი, თორნიკე მარგიანი ძველი თბილისის პოლიციის მე–3 განყოფილებაში  პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. კერძოდ, იგი შეიყვანეს განყოფილებაში ხელმარჯვნივ ოთახში, სადაც დამონტაჟებული არ იყო ვიდეოკამერები. აქ იგი დასვეს სკამზე, რომელსაც ჰქონდა რკინის ფეხები. ოთხი პოლიციელი  ფეხების, თავის, სახისა და ტანის არეში ურტყამდა. სასტიკი ცემისგან სკამი დაიმტვრა. ცემის შემდეგ თორნიკე მარგიანი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, თორნიკე მარგიანს დაზიანებები აღენიშნებოდა.

ალექსანდრე ახალკაცის განმარტებით, 9 მაისს, იგი და მისი მეგობარი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა გურამიშვილის გამზირზე სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელები მათ   ფეხებს წვივებში და წელის არეში ურტყამდნენ. ალექსანდრე ახალკაცმა პოლიციელთა ავტომობილების  ნომრების ჩაწერა მოახერხა.

ახალკაცის განმარტებით, პოლიციელები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში მუშაობენ.  მას ყველა პოლიციელის  ამოცნობა შეუძლია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ  გამოიძიონ მოქალაქეთა  მიმართ ჩადენილი დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იყო თორნიკე მარგიანის, ალექსანდრე ახალკაცისა და მისი მეგობრის  მიმართ განხორციელებულ უკანონობაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს მითითებული ფატების გამოძიების მიმდინარეობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები