ხვალ, 19 მაისს, 12:30 საათზე რეპორტიორის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს, პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ფატებთან დაკავშირებით ორგანიზაციაში მომართვიანობის გაზრდის თაობაზე. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან მოქალაქეების - თორნიკე მარგიანისა და ალექსანდრე ახალკაცის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ.
მისამართი: რეპორტიორის პრეს-კლუბი, იოსებიძის ქ. 57, I სართული.