კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყარაჯალას მოსახლეობის ინფორმაციით, კიდევ 5 ქალი აპირებს სირიაში გადასვლას

20 მაისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან ორი ქალი - ირადა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა სირიაში თურქეთის გავლით გადავიდა. ამ ინფორმაციას სოფელ ყარაჯალას მკვიდრთაგან ზოგი ადასტურებს, ზოგი კი აცხადებს, რომ ისინი თურქეთში სავაჭროდ არიან გადასულები. ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვას მეუღლეები ეძებენ. ამის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფლიდან სირიაში წასვლას კიდევ ხუთი ქალი აპირებს.

სოფელ ყარაჯალას რწმუნებული humanrights.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ქალმა წერილი დატოვა, მივდივარ და შვილებს მიხედეთო. 

„ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვას ოჯახები დიდი ხანია, რაც თბილისში ცხოვრობენ და ბიზნესში არიან ჩართულები. ვიცით, რომ თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, გადავიდნენ თუ არა სირიაში, არ გვაქვს. სოფელი შოკურ მდგომარეობაშია მომხდარი ფაქტის გამო“,- აღნიშნა სოფელ ყარაჯალას რწმუნებულმა, ალასკარ სარდაროვმა.

სოფელ ყარაჯალას ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებით, ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვას ავტომობილი სირიისკენ მიმავალ ადანას გზაზე მიტოვებული იპოვეს. თუმცა, არავინ იცის, სინამდვილეს შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია.

„არ ვიცით, როგორ ხდება მოსახლეობის გადაბირება და როგორ გადაჰყავთ სირიაში. ამბობენ, სირიაში გადასულები უკან ვერ დაბრუნდებიან, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებაო“, - განაცხადა humanrights.ge -სთან ყარაჯალას მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისივე თქმით, 6 წელია, რაც სოფელში ვაჰაბიტები გააქტიურდნენ, უკვე ბავშვებიც აღარ მალავენ, რომ სირიაში გადასვლის სურვილი აქვთ.  

სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ ღარიბოვასა და სულეიმანოვას მსგავსად, სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც გადავიდნენ სირიაში.

ახალი ამბები