კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე

21 მაისი, 2015
 
ნინო წოწორია 

დღეს, სახალხო დამცველმა „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. მოსმენას სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და საპარლამენტო მდივნებიც დაესწრნენ.

სახალხო დამცველმა რამდენიმე მიმართულებით გაამახვილა ყურადღება ყოველწლიურ ანგარიშში. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში პრობლემების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს. პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება დღესაც მიმდინარეობს და ერთეული საქმეების გარდა სისტემური დანაშაულის ათასობით საქმეზე შედეგი არ დამდგარა.
 
უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად,  სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი. 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველმა გასულ წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთხელ მიმართა დისციპლინური დევნა დაეწყოთ იმ მოსამართლეების მიმართ, რომელთა მხრიდანაც საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები იკვეთებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი ყოველი წინადადების განხილვის შემდეგ მხოლოდ შაბლონური პასუხით შემოიფარგლებოდა, რომ მოსამართლეთა მხრიდან აღნიშნული დარღვევები არ დასტურდება.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2014 წელს გამართული აქციების უმრავლესობამ ექსცესების გარეშ ჩაიარა, თუმცა, იყო ისეთი გამონაკლისებიც, როდესაც სახელმწიფომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრების უფლების დაცვა ვერ უზრუნველყო.

პრობლემაა მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესი, რომელიც პარლამენტმა ძალაში დატოვა მაშინ როდესაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების მთავარ დადებით მხარეს სწორედ მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვა წარმოადგენდა. არადამაკმაყოფილებლად აფასებს სახალხო დამცველი ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსაც. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე არ შექმნილა სამსრთლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს.

უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რომელტა დაკავშირებითაც არაერთმა მოქალაქემ მიმართა ომბუდსმენის აპარატს. მონიტორინგმა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენცია გამოავლინა.

სასჯელაღსრულების სსტემაში პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად სახალხო დამცველმა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალების ფაქტი საგამგაშოდ შეაფასა. დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 28-ს შეადგენს, საიდანაც შვიდმა სავარაუდო სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადებებმა იმატა, რის შესახებაც ომბუდსმენმა მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით 28 წინადადება გადააგზავნა.

უჩა ნანუშვილის შეფასებით, გენდერული თანასწორიბის მიღწევა საქართველოში  კვლავ პრობლემად რჩება და შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები.

სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს საყდრსის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუსაოების გავლევა ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ საგანგაშოა ბავშვთა დაცვის კუთხით მდგომარეობა საქართველოში, არასრულწოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე და ბავშთა სიღარიბის უკიდურესი მდგომარეობა.

2014 წლის ანგარიშის მიხედვით ლგბტ პირების მიმართ ჰომოფობიური დამოკიდებულება ისევ პრობლემურ საკითხად რჩება და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების დროული და ეფექტური გამოძიებაც კვლავ მიუღწეველია.

ახალი ამბები