კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუისის მოსახლეობა, ავტობანის მშენებლობის გამო, გზების გაუქმებას აპროტესტებს

25 მაისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და რუისის მოსახლეობის ნაწილს შორის დაპირისპირება გრძელდება. 22 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ შეკრებილი მოსახლეობა, ავტობანის მშენებლობის გამო, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების გაუქმებას აპროტესტებდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და რუისის მოსახლეობის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი დაგეგმილი აქციის შესახებ სოფელში გამოკრული განცხადებები გახდა, აქციის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულის გამო ისინი მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაიბარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

,,სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და დაგვემუქრა იმის გამო, რომ სოფლის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზის აღსადგენად აქციის გამართვას ვაპირებდით. ეს გზა კი ავტობანის მშენებლობის დროს გაფუჭდა. რაიონის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, პროკლამაციების გავრცელების გამო, პირადად მე მემუქრებოდა“, - ამბობს რუისის მცხოვრები ბონდო ბალიაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი შელაპარაკებას ადასტურებს, თუმცა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას უარყოფს: ,,არც შეურაცხყოფა მიმიყენებია და არც დავმუქრებივარ, იქ იყო პატარა შელაპარაკება, მამაკაცები ვართ და ასეთი ურთიერთშელაპარაკება ხდება ხოლმე".

22 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ გამართულ აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ მითითებას აძლევდა. თუმცა აქცია მშვიდობიანად დასრულდა და პოლიციას არავინ დაუკავებია.  გამგებელი აქციის მონაწილეებს პრობლემის დროულად მოგვარებას დაჰპირდა. როგორც გულიაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გზების დეპარტამენთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.  

ახალი ამბები