კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხმაური ჭრელი აბანოების ირგვლივ

4 ივნისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

ჭრელი აბანოების რესტავრაციისას გუმბათის ჩამოხსნა „თბილისის ჰამქარმა“ გააპროტესტა.  „თბილისის ჰამქარის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გუმბათის ჩამოხსნა არის ვანდალიზმი.

„ჭრელი აბანო და თითოეული მისი შემადგენელი ნაწილი: გუმბათი, საყრდენი სვეტები და ბაზისები არის ძველი, უშუალოდ იმ პერიოდის, როდესაც აბანო აიგო. ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ ისტორიული ბაზისები გამოქარულია და ახლით ცვლიან. თუმცა, ბაზისებს არცერთი გამჭოლი ბზარი არ აქვს და მისი დემონტაჟი და ქვემოთ ჩამოტანა საჭირო არ იყო. სიძველის მხოლოდ იმ მოტივით გამოცვლა, რომ გამოიქარა, დაუშვებელია. ამა თუ იმ ძეგლის ავთენტურობას სწორედ ასეთი ძველი დეტალები განსაზღვრავს“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას „თბილისის ჰამქარის“ წარმომადგენელმა, ცირა ელისაშვილმა.

ცირა ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, რომელთა წარმომადგენლების განცხადებით, „თბილისის ჰამქარი“ არაკომპეტენტურია და გუმბათის მოხსნა, გაწმენდა და გამაგრება არა მხოლოდ ჭრელ აბანოზე, არამედ არაერთ საკულტო ნაგებობის რეაბილიტაციისას განხორციელებულა. 

„ჰამქარის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აბანოების ახალი მასალით მოპირკეთება კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაა და ეს ფაქტი უნდა აღიკვეთოს.

„აბანო 1984 წელს საბჭოთა პერიოდის რეაბილიტაციისას გაკეთდა და მისი შეცვლა, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ის არის საბჭოური პერიოდის არ მიგვაჩნია სწორად. სწორედ ამ საბჭოურ ნაგებობაზე გაიზარდნენ თაობები და ის უკვე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია“, - აღნიშნა ცირა ელისაშვილმა.

Humanrights.ge ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძესაც გაესაუბრა. მისი განცხადებით, „თბილისის ჰამქარი“-ს მიერ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. ანთიძის თქმით, მათ ჯერ პროფესიონალების აზრი უნდა მოესმინათ, პასუხისმგებელი ორგანიზაციებისთვის ეკითხათ მართლა ზიანდება თუ არა ძეგლი. მისი განმარტებით აბანო ძლიერ იყო დაზიანებული და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„პროექტი შეთანხმებულია და საკმაოდ კვალიფიციური  არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ არის გაკეთებული. გუმბათები ძალიან დაზიანებული იყო, ძლიერ ქარზეც კი ტრიალდებოდა. ეს არის 80-იან წლებში გაკეთებული და ბუნებრივია რესტავრაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე ჩამოისხნა გუმბათები, რომელთაც რესტავრაცია უტარდებათ და შემდეგ უკან დაბრუნდება“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობაზე ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსი, ნათია მურაჩაშვილიც საუბრობს. მისი განცხადებით, სამუშაოები არა თუ რაიმეს დარღვევით, არამედ, საგანგებოდ, ნორმების დაცვით მიმდინარეობს და რომ არა მუშაობის ასეთი მეთოდიკა,შლის და ნგრევის პროცესი გართულდებოდა.

humanrights.ge შპს „კად სტილის“ დირექტორს, არქიტექტორ-რესტავრატორ ირაკლი გამყრელიძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, აბანოს გუმბათი ძლიერ დაზიანებულია და რეკონსტრუქცია-რესტავრაციის მიზნით ქვემოთ ჩამოტანას საჭიროებდა. მისი თქმით, გუმბათები რესტავრაციის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩამოიტანეს.

გამყრელიძის განცხადებით, გუმბათის მოჭიქულ, კერამიკულ ფილებზე პარტიარქის მოქანდაკე მუშაობს.

„ეს ფიგურები უზბეკებმა გააკეთეს და წაკვეთილი პირამიდის ფორმა აქვს. შორაკეცებიდან ნაწილს ძველს გამოვიყენებთ, რაც არ არის დაზიანებული, და ნაწილი ახლით შეიცვლება. ახალი ფიგურები ძველის იდენტური ქნება“, - განაცხადა არქიტექტორმა.

ირაკლი გამყრელიძის  თქმით, გუმბათები სრული რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ, სიფრთხილით და არქიტექტორის მეთვალყურეობით, წინასწარ გასუფთავებულ და გამაგრებულ პორტალის თავზე დაბრუნდება.

აბანოთუბანში ჭრელი აბანოების რესტავრაცია 2016 წელს დასრულდება.

ახალი ამბები