ხვალ, 16 ივნისს, 16:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გიწვევთ დოკუმენტური ფილმის „დანაშაულის მოწმე“ ჩვენებაზე.
ფილმი ეხება სამართალდამცველთა მიერ ყოფილი პატიმრის ზაზა აზარიაშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლისა და დევნის ფაქტებს.
ზაზა აზარიაშვილი ყოფილი პოლიტპატიმრის, ვახტანგ მაისაიას საპატიმროში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მოწმეა.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მისამართი: მ. ქანთარიას 11ა, ნულოვანი სართული, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი