კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარელში, მდინარე დურუჯის სათავეზე მეწყერი ჩამოწვა

17 ივნისი, 2015
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

15 ივნისს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვერტმფრენით დურუჯის ხეობის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.

როგორც humanright.ge-ს გეოლოგმა ნიკო სალოურმა განუცხადა, დურუჯის სათავეზე მეწყრული პროცესი დაწყებულია. ტერიტორიაზე ახალი ნაშალია, სადაც  კლდოვანი ქანია და იმხელა დაქანება აქვს, რომ არ ჩერდება. ჩამოდის ფერდობზე, ქუცმაცდება,  მერე წყალს მოჰყვება.  არის ნაწყვეტები, ნაპრალები,  მართალია, ამჯერად მდინარე არ არის გადაკეტილი, მაგრამ ნალექის შემთხვევაში საშიშროება შეიქმნება. შეიძლება, მეწყერი გააქტიურდეს, წამოვიდეს დიდი მასა და საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას.

„ამინდებზეა დამოკიდებული, არსებობს საფრთხე, რომ ეს მეწყერი  წამოვიდეს და გადაიზარდოს ღვარცოფში. ყვარლის მიდამოებში   შევსებულია დურუჯის კალაპოტი,  დანგრეულია ძველი ჯებირები. ქალაქი საშიშროების წინაშე დგას. პირველი ღონისძიება, რაც უნდა ჩატარდეს არის დურუჯის კალაპოტის გაწმენდა და  ნაპირსამაგრების გაკეთება. სხვანაირად ვერ გააჩერებ მეწყერს, ეს ბუნების კანონია. ატმოსფერულ ნალექებზეა დამოკიდებული“,–აღნიშნა გეოლოგმა.

მისივე თქმით,  დურუჯის კალაპოტის გაწმენდას ვინმე უნდა ჩაუდგეს სათავეში, ამოღებული მასა  გაასუფთაოს და გადაამუშაოს. 

ამჟამად, მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია მზექალაშვილის გადაწყვეტილებით, რაიონში შეიქმნილია შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს საშიშროების თავიდან აცილებას. მისი თქმით, მდგომარეობა კატასტროფული არ არის.

ახალი ამბები