00:45, Thursday, 30.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სირიაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა – მე-12 მსხვერპლი პანკისიდან

02.07.2015

 
Information Center of Kakheti

სირიაში, ქალაქ კობანში საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში მცხოვრები, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა. თურფალ ბორჩაშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდა. საქართველოდან თურქეთში ის 6 თვის წინ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს თურფალ ბორჩაშვილის გარდაცვალების ფაქტი მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სირია – თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კობანში სამხედრო ფორმირებებს შეუტიეს. ბრძოლის დროს მათ წინააღმდეგ ავიაიერიშები განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ისლამისტური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბრძოლის შედეგად „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქ კობანზე კონტროლი მაინც დაამყარა.

შეგახსენებთ, ექსტრემისტების წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯეიმს ტერიმ, მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ ქურთთა სამხედრო ფორმირებებმა აშშ-ის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით საბოლოოდ განდევნეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კობანიდან. ქალაქს ექსტრემისტები 2014 წლის ზაფხულიდან აკონტროლებდნენ.

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიდან მეთორმეტე მსხვერპლია.

მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში, პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში მცხოვრები, 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი დაიღუპა. სირიაში ის გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე იყო წასული. პანკისის ხეობაში მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

24 წლის დავით სვიაკაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 23 თებერვალს გავრცელდა.

2014 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები, 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილის გარდაცვალების შესახებ.

ისრაფილ ცათიაშვილი მანამდე რამდენიმე დღის წინ, სირიაში დაღუპული 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილის ძმაა.

2014 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, სირიაში შეტაკების დროს 22 წლის გურამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ. გუმაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა.

მანამდე, 3 კვირით ადრე სირიაში შეტაკებისას 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები იყო.

2014 წლის თებერვალში, სირიაში, ქალაქ ალეპოში საბრძოლო შეტაკებების დროს ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო.

2013 წლის ოქტომბერში სირიაში 24 წლის ხალიდ აჭიშვილი დაიღუპა. ხალიდ აჭიშვილი ბოლო წლებში პანკისის ხეობიდან თავშესაფრის მოთხოვნით ავსტრიაში წავიდა, სადაც იქაური მოქალაქეობა მიიღო.

2013 წლის ივლისში სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი, 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი [იგივე აბუ აბდულლაჰი] მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

სირიაში სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი პანკისიდან, აბდულ-მალიქ მუთოშვილი.

სირიაში დაიღუპა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევიც. სირიაში დაღუპულთაგან მხოლოდ მისი ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა საქართველოში.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, რომლის ორი ლიდერიც, თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი პანკისის ხეობიდან არიან. 

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პროვინციის, „კავკასიის ვილაიეთის“ დაარსების შესახებ განაცხადა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC