კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექსპერტის პოზიციაზე

6 ივლისი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის ექსპერტის  პოზიციაზე, რომელიც განახორციელებს კვლევას და შეისწავლის შეწყალების მექანიზმის უცხოურ მოდელებს. ვაკანსია ცხადდება ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტის, „შეწყალების მექანიზმის კვლევა საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანია შეწყალების მექანიზმის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2015 წლის  22 ივლისი,  18  საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: არასაოფისე სამუშაო
ჰონორარი(ჯამში):  1500 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში (დარიცხული)
ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნები:
 უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხის საერთაშორისო სამართლის ან შედარებითი კონსტიტუციური სამართლის კუთხით);
 საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საკითხების კვლევის გამოცდილება;
 ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და თქვენს მიერ მომზადებული კვლევის ერთ-ერთი ნიმუში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის  22 ივლისი, 18  საათი. გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს.

ახალი ამბები