კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

14 ივლისი, 2015
 
პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიიღოს ამნისტიის კანონი 2006-2012 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით.  

საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, განსაკუთრებით - ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით, არაადაკევატურად მაღალი სასჯელები წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოში სისტემურ პრობლემას. 

ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულების მონიტორინგისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოავლინა მართლმსაჯულების დისკრიმინაციული მიდგომა. კერძოდ, უკვე  8, 10 და მეტი წელია, სასჯელს იხდიან ქალი მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული იყვნენ სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლებით და  მათ თავის დროზე სასამართლოს მიერ 25, 30 წლით და ზოგჯერ უვადო  თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული. 2013 წლიდან კი ამავე მუხლებზე პირებს 2–3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. შესაბამისად, 2006–2012 წლებში გასამართლებული მსჯავრდებულები არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში არიან ახალ მსჯავრდებულებთან შედარებით. 

დღემდე სასჯელს იხდიან ქალები, რომელთაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით, მოეხსნათ სსკ–ის 260–ე მუხლი, მაგრამ დარჩათ სსკ–ის 262-ე მუხლი და ამის გამო სასჯელს იხდიან უკვე მრავალი წლის განმავლობაში. 2012 წლის ამნისტიის აქტით, ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით, სსკ-ის 262-ე მუხლზე გავრცელდა მხოლოდ დანიშნული სასჯელის 1/3-ით  შემცირება. 

ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, თუ 2006–2012 წლებში მსჯავრდებულთა საქმეებში არსებობდა ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების მიზანი, მათ არ უნდა შეეხოთ ამნისტიის სახით სასჯელისაგან სრული გათავისუფლება. საკანონმდებლო წინადადებით, 2006–2012 წლებში სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლებით მეორედ და მეტჯერ ნასამართლებ პირებს დარჩენილი სასჯელი უნდა შეუმცირდეთ მხოლოდ 1/4–ით.

ქალ მსჯავრდებულთა უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნარკოტიკული დანაშაულისათვის სსკ-ის 262-ე მუხლით მსჯავრდებულებს, რომელთაც მოხდილი აქვთ დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი, ნაწილს ორი მესამედიც, პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, ძირითადად,  უარს ეუბნება შეწყალებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სსკ-ის 262-ე მუხლზე ამნისტიის გამოცხადებით პარლამენტი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენის პროცესს და აღმოფხვრის მართლმსაჯულების დისკრიმინაციულ მიდგომას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები