კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუჩაში მოწყალების მისაღებად გამოსული ბავშვები

14 ივლისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

„ხალხი ბავშვს რომ ხედავს უფრო ვებრალებით და გვეხმარება“, -ეს განცხადება მეტროს გადასასვლელში მოწყალების სათხოვნელად მდგარ ქალბატონს ეკუთვნის. მისი თქმით, საბურთალოზე საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბინა გაყიდა და ამჟამად ქირით ცხოვრობს. იგი მარტოხელა დედაა, სოციალური დახმარება მოუხნსეს და ბავშვთან ერთად ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გამოსვლა გადაწყვიტა. 

ქალბატონი 10 წლის შვილთან ერთად დგას და როგორც თავად აცხადებს, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შვილი ქუჩაში გამოჰყავს სახლში ბავშვზე მზრუნველი ადამიანის არარსებობაა, თუმცა, ბავშვის დანახვა ადამიანებზეც დადებითად მოქმედებს და უფრო მეტად ეხმარებიან მას.

„ჩემი შვილი მეორე საჯარო სკოლის ფრიადოსანი მოსწავლეა. ახლა არდადეგები აქვს და რადგან მარტო ვცხოვრობთ, ვერავის ვუტოვებ და ქუჩაში გამომყავს“, - აცხადებს მარტოხელა დედა.

ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ბავშვების პრობლემებზე humanrights.ge - ფსიქლოგ რეზო ჯორბენაძესაც  გაესაუბრა. მისი განცხადებით, მშობლის მიერ შვილის ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ტარება „დასწავლის თეორიას“ (პერსპექტივა, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანი სწავლობს, იძენს ცოდნას სოციალურ კონტექსტში, ადამიანის მიერ მოვლენათა დაკვირვების და მისი უშუალო გამოცდილების საფუძველზე) ეხება. მისი განმარტებით, როდესაც მშობელს ბავშვი ქუჩაში დაჰყავს მოწყალების სათხოვნელად, ბავშვი ავტომატურად ეჩვევა ასეთ გარემოს და ამგვარ ქცევას დაისწავლის.
 
„ბავშვი ქუჩაში ცხოვრებას ან მოწყალების თხოვნას სწრაფად ეჩვევა და შემდგომ მისი ნორმალურ სოციუმში ინტეგრაცია რთულია“, - განაცხადა,რეზო ჯორბენაძემ.

ფსიქოლოგის თქმით, არსებობს სამი კატეგორია იმ უფროსების, ვინც ბავშვს ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგებს.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვს ქირაობენ, ასმევენ წამალს და მოწყალების თხოვნას აიძულებენ, რადგან ბავშვი მეტ სიბრალულს იწვევს. სხვა შემთხვევაში დედას გამოჰყავს შვილი, რადგან მას სურს, აკონტროლოს საკუთარი შვილი და მუდმივად მის თვალწინ იყოს. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლისთვის სულ ერთია ბავშვი რას გააკეთებს, მათ გადანაწილებული აქვთ მოწყალების თხოვნის პერიმეტრი“, - აღნიშნა ჯორბენაძემ.

მშობლის მიერ ბავშვის ქუჩაში გამოყვანას უფლებადამცველები ბავშვთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ და ამ ფაქტების გამოვლენასა და ბავშვებისთვის დახმარების გაწევაში აქტიურად არის სხვადასხვა ორგანიზაცია ჩართული, მათ შორის UNICEF, რომელიც 2012 წლის აგვისტოდან -  2015 წლის მაისამდე ბავშვებზე მონიტორინგს აწარმოებდა.

Humanrights.ge UNICEF- ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელ მაია ქურციკიძეს გაესაუბრა. მისი თქმით, იუნისეფისა და ევროკავშირის დახმარებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა პროგრამა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად, რომელიც მიზნად ისახავდა იმ სახელმწიფო მექანიზმის შექმნას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ქურციკიძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დასაცავად და მათ დასახმარებლად არსებობს მობილური ჯგუფები, რომლებიც სისტემატურ მონიტორინგს აწარმოებენ ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებზე.

„არსებობს სამი მობილური ჯგუფი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს. ეს ჯგუფები დაკომპლექტებულია რამდენიმე ადამიანისგან: სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და თანასწორგანმანათლებელი, რომელიც არის ახალგაზრდა და აქვს ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება. ის არის ცენტრალური ფიგურა, რომელიც ამყარებს კონტაქტს ამ ბაშვებთნ“, - აღნიშნა მაია ქურციკიძემ. 

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯგუფები მუშაობენ თბილისსა და ქუთაისში. მისი თქმით, არსებობს სხვა სერვისებიც. დღის ცენტრები, სადაც ბავშვები დადიან, იღებენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, ასევე ერთვებიან სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამაში. არსებობს ღამის თავშესაფარიც, სადაც ბავშვები  ღამეს ათევენ.

„მობილური ჯგუფები და სერვისები დროებითია. მთავარი მიზანია ამ ბავშვების ოჯახში დაბრუნება, ხოლო თუ ეს შუძლებელია, ისინი გადადიან სახელმწიფო ზრუნვის ფორმებში. ამისთვის არსებობს მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მინდობითი აღზრდა“, - განაცხადა მაია ქურციკიძემ.

ქურციკიძე აღნიშნავს, რომ დახმარების პროგრამა 2015 წლის მაისში დასრულდა და  შემდგომ სახელმწიფომ დაფინანსება თავის თავზე აიღო. შეიქმნა სახელმწიფო პროგრამები და ამ ბავშვების დახმარება გრძელდება. ამ დროისათვის 400-ზე მეტ ბავშვს გაეწია დახმარება ქუთაისში და 100-ზე მეტი ბავშვია თბილისის ცენტრებში გადანაწილებული. 

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა, სულ უფრო შესამჩნევი ხდება ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული მოზარდების რიცხვი.
 

ახალი ამბები