კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიციის განცხადება პროკურატურის რეფორმაზე ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით

20 ივლისი, 2015
 16 ივლისი 2015

ამა წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი დასკვნა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ მოწონებული საქართველოს პროკურატურის სისტემის რეფორმირების კანონპროექტი შეფასდა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ. ასევე, კოალიციას შესაძლებლობა ჰქონდა, პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისათვის ვრცელი დასკვნა წარედგინა.

ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარ დასკვნაში (შემდგომში: წინასწარი დასკვნა) აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული პროკურატურის რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ ხაზგასმულია, რომ შემოთავაზებული რეფორმა ჯერ-ჯერობით სრულად ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას, მოხდეს პროკურატურის სისტემის სრული დეპოლიტიზება. წინასწარ დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც დიდწილად ემთხვევა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ მომზადებულ დასკვნას და კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების შეფასებებს, რომ პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებისთვის შემოთავაზებული რეფორმა არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. 

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ წინასწარ დასკვნაში მოცემულ ძირითად შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია პროკურატურის სისტემაში რეალური რეფორმის გასატარებლად: 
1. მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურა არ არის დაბალანსებული ლეგიტიმურობისა და აპოლიტიკურობის თვალსაზრისით და პოლიტიკური ელემენტი დანიშვნის პროცესში კვლავ პრევალირებს. შესაბამისად, მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესზე პოლიტიკური ძალების, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენა უნდა შემცირდეს;
2. იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილება, წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, უნდა დაბალანსდეს. ერთი მხრივ, მთავარი პროკურორის კანდიდატურისათვის აუცილებელი პროფესიული და გამოცდილების მოთხოვნები უნდა დაწესდეს, ხოლო მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრს უნდა დაუწესდეს ვალდებულება, წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორის არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატურა და შემდეგ საპროკურორო საბჭომ წარდგენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი შეარჩიოს;
3. წინასწარი დასკვნა ხაზს უსვამს საპროკურორო საბჭოს შექმნის მნიშვნელობასა და დადებით მხარეებს, მაგრამ ასევე, ყურადღებას ამახვილებს საპროკურორო საბჭოს შემოთავაზებული მოდელის ნაკლოვანებებზე. საკითხი შეეხება საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობასა და შექმნის წესს. კერძოდ:
 შემოთავაზებული მოდელით ბუნდოვანია საპროკურორო საბჭოს ინსტიტუციური სტატუსი, აღნიშნული უწყების და მისი წევრების დამოუკიდებლობის ხარისხი. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ყოფნა არ შეესაბამება საპროკურორო საბჭოს შექმნის მთავარ მიზანს, უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზება და დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობას ასევე ეჭვქვეშ აყენებს ისიც, რომ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი. წინასწარი დასკვნა შეიცავს რეკომენდაციას, რომ საბჭოს თავმჯდომარე აირჩეს თავად საბჭოს მიერ.
 საპროკურორო საბჭოს ფორმირებაში ფართო პოლიტიკური მონაწილეობის პირობებში, წინასწარ დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ამგვარი პოლიტიკური მონაწილეობის უარყოფითი გავლენის შემცირების მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე. კერძოდ, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში პროფესიული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გაზრდაზე. ასევე,დასკვნაში ყურადღება გამახვილებულიაიმ ფართო უფლებამოსილებებზე, რომლებიც კანონპროექტითიუსტიციის მინისტრს, როგორც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს, აქვს (თავმჯდომარეობს საპროკურორო საბჭოს სხდომებს, წარადგენს მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ხმას აძლევს მის მიერ წარდგენილ კანდიდატს და სხვა) და ხაზგასმულია ამ უფლებამოსილებების შემცირების საჭიროება.
 კანონპროექტი ითვალისწინებს საპროკურორო საბჭოს 4 წევრის არჩევას პარლამენტის მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით. წინასწარ დასკვნაშია ღნიშნულია, რომ შემოთავაზებული პროექტით მმართველ პოლიტიკურ ძალას საპროკურორო საბჭოში ეყოლება უმრავლესობა (9-დან 5 წევრი). ამის გათვალისწინებით, დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული საპროკურორო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი საბჭოს წევრთა უბრალო უმრავლესობით, რაც შესაძლებლობას მისცემს მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ არჩეულ საბჭოს წევრებს, არსებითი გავლენა მოახდინონ საბჭოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე (მაგ.: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება). 
 დადებითად არის შეფასებული სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების ორი წარმომადგენლის მონაწილეობა საპროკურორო საბჭოში, როგორც საბჭოს დეპოლიტიზების ერთ-ერთი მექანიზმი. თუმცა, აღნიშნულია, რომ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტება სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენელებით უნდა იყოს გამჭვირვალე და დადგინდეს კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვის ექნება ამ ორი წევრის წარდგენის უფლება. 
 წინასწარი დასკვნის თანახმად, საჭიროა, დაიხვეწოს პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოში პროკურორების არჩევის წესიც. კერძოდ, პრობლემურია საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების ნომინირების უფლებამოსილების მინიჭება მხოლოდ პროკურატურის თანამდებობის პირებისათვის - დეპარტამენტების უფროსებისათვის. საჭიროა, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესის ღიაობა და ნომინირების პროცესში ყველა დონის პროკურორის მონაწილეობა. 
4. წინასწარ დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან განთავისუფლების პროცედურის ბუნდოვანი მხარეები და რეკომენდებულია აღნიშნული პროცესის დახვეწა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას მთავარი პროკურორის რეალური ანგარიშვალდებულება. 
5. წინასწარი დასკვნის თანახმად, კანონპროექტი საკმარისი სიცხადით არ კრძალავს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების საკითხებში ჩარევას და, შესაბამისად, საჭიროა დაიხვეწოს.
ვფიქრობთ, წინასწარ დასკვნაში გამოთქმული შენიშვნების გააზრებას და რეკომენდაციების გათვალისწინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოში პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებისა და მისი სათანადო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის, ისევე, როგორცპროკურატურის სისტემაში დაწყებული რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს როგორც ვენეციის კომისიისღირებულ რეკომენდაციებს, ასევესამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებსა და წინადადებებსპროკურატურის სისტემაში რეალური რეფორმის განხორციელების თაობაზე. 

კოალიციის წევრები:

 
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მრავალეროვანი საქართველო
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
  • ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
  • ლიბერალი
  • კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოება
  • კავშირი ”21-ე საუკუნე”
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • თავისუფლების ინსტიტუტი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 
  • სამოქალაქო განვითარებისსააგენტო
  • საქართველოს გაეროსასოციაცია
  • ევროპის იურისტსტუდენტთა ასოციაცია
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ამერიკის სავაჭრო პალატა
  • ევრაზიის თანამშრომლობისფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანისუფლებათაპრიორიტეტი
  • თბილისის მედია კლუბი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
  • სამოქალაქო ჩართულობისინსტიტუტი
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ევროპული არჩევანი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

ახალი ამბები