კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხანძარი „მეღვინეობა ხარების“ მიმდებარე ტერიტორიაზე

30 ივლისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

28 ივლისს ყვარლის რაიონში, „მეღვინეობა ხარებაში“ ტურისტულ კომპლექს „გვირაბში“ ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი რესტორან „გვირაბის“ სტუმრების მიერ ჰაერში გასროლილი ფოიერვერკია. მომხდარი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კომლექსიდან თანამშრომლები და სტუმრები დროულად გაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის კერის ლოკალიზება მალევე მოხდა, ცეცხლი ტყეში გავრცელდა და გამხმარ ბალახს მოედო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ოთარ ბუჯიაშვილის თქმით, ხანძრის ჩასაქრობად კახეთის ყველა რაიონიდან იყო ჩამოსული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

 „აქ არის კლდოვანი გორა, რაც დაგვეხმარა, რომ დროულად ჩაგვექრო ხანძარი, მაგრამ  ცეცხლი ტყის მასივისკენ წავიდა, თუმცა კახეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მიერ  დროულად მოხდა ლოკალიზება. დაიწვა მხოლოდ 3 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ბალახი და ბუჩქნარია, ტყის მასივი კი  გადარჩა“, -განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

”მეღვინეობა ხარებაში” ტურისტულ კომპლექს ”გვირაბში” გაჩენილ ხანძრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც კომპანია მეღვინეობა ხარებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ირინა მაჩურიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და სამაშველო სამსახურებმა ოპერატიულად მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

ახალი ამბები