კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Humanrights.ge-ის სტატიამ ჟურნალისტურ კონკურსში გაიმარჯვა

5 აგვისტო, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთის, Humanrights.ge-ის ჟურნალისტის, ნათია გოგოლაშვილის სტატიამ „პატიმარ ქალთა მდგომარეობა საქართველოში“ პირველი ადგილი დაიკავა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მიერ ჟურნალისტებისათვის გამოცხადებულ კონკურსში სისხლის სამართლის და სასჯელაღსრულების საკითხებზე საუკეთესო ტელე, რადიო, ინტერნეტ და საგაზეთო რეპორტაჟების/სტატიების შესარჩევად. 

კონკურსი ჩატარდა პროექტის - „სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ - ფარგლებში.

სტატია - „პატიმარ ქალთა მდგომარეობა საქართველოში“ მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივი პროექტის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“ - ფარგლებში. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტის მიერ მომზადდა სტატიები მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების შესახებ, რომელიც განთავსდა ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებპორტალზე - www.humanrights.ge.


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები