29 ივლისს, 12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო. საილუსტრაციოდ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულის კონკრეტული საქმე, რომელიც არ იქნა გამოძიებული.
მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #36