კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს

13 აგვისტო, 2015
 
14 აგვისტოს, 12:30 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს და მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობას შეაფასებს.  

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ე.წ. „ყინწვისის საქმეზე“ გასამართლებული ყოფილი პოლიტპატიმარი, ჯემალ გუნდიშვილი, რომელიც ამ საქმეზე გასამართლებულ სხვა პირებთან ერთად, წლებია, უშედეგოდ მოითხოვს დაზარალებულად ცნობას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას.

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის #62 ბრძანებით, შეიქმნა საქართველოს  მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. დეპარტამენტის დებულებით, მას დაევალა სამართალწარმოებისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის - წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახალი დეპარტამენტიდან დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს დეპარტამენტის გამჭვირვალე და განჭვრეტად მუშაობასთან დაკავშირებით. 

საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, რა კრიტერიუმების საფუძველზე ანიჭებს კონკრეტულ საქმეებს პრიორიტეტს დეპარტამენტი ამა თუ იმ საქმეზე გამოძიების დაწყების კუთხით და არის თუ არა ეს კრიტერიუმები წერილობითი ფორმით  გაწერილი. ასევე, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია დეპარტამენტის თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმები.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოს  მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ  სტანდარტებს, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს მათი მუშაობის ეფექტურობის კუთხით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას,  მოახდინოს საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ახალი დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით და არსებითად გააუმჯობესოს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების სტანდარტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები