კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს დეპუტატები მერის და საკრებულოს პირველი პირების გადაყენებას გეგმავენ

31 აგვისტო, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალაქის მერს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ განცხადება მათ 26 აგვისტოს შეიტანეს საკრებულოს კანცელარიაში. მერის გარდა, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის გადარჩევას აპირებენ.

გორის მერისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 15-კაციან საკრებულოში  კანონმდებლობით 10 ხმაა საჭირო. ასე რომ, დეპუტატებს ორი ხმა აკლიათ. რაც შეეხება საკრებულოს პირველი პირებისა და კომისიის თავმჯდომარის გადარჩევას, ამ შემთხვევაში, დეპუტატებს საკმარისი ხმები უკვე აქვთ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ქალაქ გორის საკრებულოში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და სადავეები ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა. პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა თვითმმართველობის 15-კაციან წარმომადგენლობით ორგანოში შემდეგნაირად გადანაწილდა: 9 - ოპოზიციის, ხოლო 6 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.

ქალქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა humanrights.ge-ს განუცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატების მხრიდან უნდობლობის გამოცხადების კონკრეტული მიზეზი მისთვის უცნობია: „მე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ შეტანილია განცხადებები და ჩემი შეფასება, რომ მათ აქვთ ამის უფლება“.

ქალაქ გორის მერსა და საკრებულოს ოპოზიციას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. საკრებულომ თავდაპირველად მერის ორ შუამდგომლობას არ დაუჭირა მხარი. შემდეგ კი ბიუროს სხდომაზე ქალაქის მერსა და საკრებულოს ოპოზიციას შორის სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. სიტყვიერი დაპირისპირებით დაწყებული კამათი მერის კრიტიკაში გადაიზრდა. ოპოზიცია ქალაქის მერს „უნიათოდ“ მიიჩნევს და ამის მაგალითად ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებს. ამ საკითხზე, ბიუროს სხდომაზე, ქალაქის მერმა მათ უთხრა, რომ მისი კარგად გაკეთებული საქმე ოპოზიციას უნდა ცუდად წარმოაჩინოს. 

საკრებულოს  წევრების იმპიჩმენტის პროცედურებს არ შეუერთდა ლეიბორისტული პარტიის წევრი და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ზაზა მეზვრიშვილი, რომლის გადარჩევასაც ითხოვს რვა დეპუტატი.

ზაზა მეზვრიშვილი, ქალაქ გორის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან: „თუკი მე არ შემომთავაზებენ ისეთ კანდიდატურას, რომელიც ახალანდელ მერს რამეთი მაინც ემჯობინება, არ დავუჭერ მხარს არც მერის,  არც საკრებულოს თავმჯდომარისა და არც მისი მოადგილის იმპიჩმენტს“.

დეპუტატებს, რომლებმაც ქალაქის მერისა და საკრებულოს პირველი პირების გადასაყენებელი პროცედურები  დაიწყეს, ამ დრომდე არაფერი უთქვამთ კონკრეტულ მიზეზზე. ისინი 4 სექტემბრის საკრებულოს სხდომას ელოდებიან და აღნიშნავენ, რომ განმარტებებს ამ დროისთვის გააკეთებენ. 

საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნას მხარდაჭერა გამოცხადა პარლამენტის წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თამაზ შიოშვილმა. „მე  ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გორიდან დაიწყოს ,,ქართული ოცნების“ დემონტაჟი. უნიათო მთავრობა თუ შეიძლება სადმე ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“ ეს არის გორში“, - განაცხადა შიოშვილმა.

ბოლო დღეებში დეპაუტეტები ერთმანეთს სოციალური ქსელით პოლიტიკურ კაფიებსაც უძღვნიან. 

„საკრებულოში ისევ მარტია,
ჩუმად ხითხითებს დემოკრატია.
და ყველასათვის წამგებიანი,
კრახით მთავრდება ბანქოს პარტია“. 

ასე გამოეხმაურა საკრებულოს ლეიბორისტი წევრი იმ დეპუტატებს,  ვინც იმპიჩმენტის პროცედურები წამოიწყო.

ახალი ამბები