კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის თვითმმართველობიდან 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს

2 სექტემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

14 აგვისტოს, ატესტაციის შედეგების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს: ათი მოხელე გამგეობიდან და ორი – საკრებულოდან. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის, ზვიად ბიაშვილის ინფორმაციით,   გათავისუფლებულები გამგეობაში იკავებდნენ შემდეგ პოზიციებს: ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი; საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის ორი უფროსი სპეციალისტი; ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალიტი და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხუთი სპეციალისტი.

საკონკურაო-საატესტაციო კომისიის წევრ, ბექა მაისურაძის განცხადებით, საატესტაციო გამოცდები საკრებულოს ორმა და გამგეობის 24 -მა თანამშრომელმა გაიარა. შედეგების თანახმად, საკრებულოს ორივე თანამშრომელი და გამგეობის 10 თანამშრომელი დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდნენ: „გათავისუფლებული თანამშრომლები პროტესტს არ გამოთქვამენ. რადგან ჯერჯერობით პრეტენზიით არავის მოუმართავს.“

Humanrights.ge გათავისუფლებულ თანამშრომლებს დაუკავშირდა. მათი თქმით, საატესტაციო გამოცდები კარგად ჩააბარეს, გასაუბრებაზეც მაღალი ქულები მოიპოვეს, თუმცა დასკვნაში ჩაუწერეს - „დაკავებული თანამდებობა არ შეეფერება“. მათი თქმით, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და გაპროტესტებას აზრი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საატესტაციო გამოცდები გურჯაანში 14 აგვისტოს ჩატარდა.

ახალი ამბები