22:52, Monday, 06.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

09.09.2015

 
ნინო  ქიმაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრსსოციალურად დაუცველმამარტოხელა დედამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა. რუსუდან ზაალიშვილი 6 წლის ვაჟს მარტო, უმძიმეს პირობებში, ზრდის. ზაალიშვილს არ აქვს არანაირი შემოსავალი და არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა.მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს. რუსუდანმა ბინის ქირის კომპენსაციის თხოვნით ქალაქის მერიას მიმართა.

„ახალგორის ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ექვსი წლიდან ვიზრდებოდი. დედა და მამა დაშორდნენ და მამიდამ იქ ჩამაბარა. ბავშთა სახლში ფიზიკურად მისწორდებოდნენ როგორც აღმზრდელები, ისე აღსაზრდელები. 2007 წელს, სანამ ბავშთა სახლიდან წამოვიდოდი,აღმზრდელებმა ორი დღე სიცხიანი მატარეს  სკოლაში. სახლში დარჩენის უფლება არ მომცეს. მხოლოდ მასწავლებლების თხოვნის შემდეგ დამაწვინეს საწოლში, თუმცა უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, საჭმელსაც კი ვერ ვჭამდი. ექიმმა სასწრაფოდ ბავშვთა საავადმყოფოში გადმომიყვანა, საიდანაც ტუბერკულოზის  დისპანსერში, ბატონ თენგიზ გვასალიასთან გამწერეს. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ფილტვების დაჩრდილვა მქონდა და 2 თვე საავადმყოფოში ვიწექი ამის გამო. ორი თვის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ კარგად ვიყავი, თუმცა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას უნდა მოვრიდებოდი. საავადმყოფოდან პირდაპირ ქუჩაში აღმოვჩნდი. ჩემი თავშესაფარში ყოფნის ვადა ამოიწურა და რადგან საცხოვრებელი არ მქონდა, 2 ღამე ქუჩაში გავატარე. აბსოლუტურად არავის იმედი არ მქონდა. ორი დღის შემდეგ ახლობელმა ამ ბინაში შემომიშვა, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული“, - განაცხადა რუსუდან ზაალიშვილმა.

იპოთეკით დატვირთული ბინა, რომელსაც ზაალიშვლი წლების განმავლობაში თავს აფარებდა, ახლა უკვე სხვა მფლობელს ეკუთვნის და ზაალიშვილი 6 წლის შვილთან ერთად  ისევ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა.

„ამ ბინაში პატრონმა იმ იმედით შემომიშვა, რომ იპოთეკარი ბავშვიან დედას გარეთ არ გააგდებდა და მეც კმაყოფილი ვიყავი, რადგან თავზე ჭერი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთახი ავარიულია და არაფერი გააჩნია, ვცდილობდი, ამ ერთ ოთახში ოჯახური გარემო შემექმნა ჩემი შვილისთვის. შემდეგმეპატრონემ ბინა დაკარგა და იპოთეკარმა აქ ცხოვრების უფლება კიდევ 2 წლით მოგვცა, თუმცა ერთი თვის წინ მითხრა, ბინა გამეთავისუფლებინა და ისევ ქუჩაში აღმოვჩნდიახლა უკვე შვილთან ერთად“,- აცხადებს ზაალიშვილი. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ლუკავას განცხადებით, რუსუდან ზაალიშვილი დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში - მოქმედი სარეიტინგო ქულით- 10150. მან არაერთხელ მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, თუმცა უშედეგოდ.

„რუსუდან ზაალიშვილის ინფორმაციით, მან არაერთხელ მიმართა განცხადებით თბილისის მერიას როგორც კომუნალურ გადასახადზე დარიცხული დავალიანების დაფარვის ან დავალიანების დასაფარად ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამოყოფის, აგრეთვე,  ბინის ქირის კომპენსაციის თხოვნით, მაგრამ ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ ზაალიშვილს მითითებული თხოვნის დაკმაყოფილებაზეუარი ეთქვა“, - აცხადებს თამარ ლუკავა.

„სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს. დახმარება 2 თვის წინ შემიჩერდა, თუმცა აღდგენა მოვახერხე. წლებია, სამსახურს უშედეგოდ ვეძებ, ჩემთვის ყველა კარი დახურულია. ბავშვს გამგეობის მიერ მოცემული პროდუქტებით ვზრდი, რომელიც ძალიან მწირია და არ გვყოფნის. დახმარების ფონდებსაც მივმართე, მაგრამ ჩემი პრობლემით არავინ დაინტერესებულა“, - აღნიშნა რუსუდან ზაალიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თბილისის მერიას წერილობით მიმართა და მოითხოვა ზაალიშვილის საცხოვრებელი ბინის ქირისა და კომუნალური დავალიანების დაფარვა.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC