23:55, Monday, 06.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასამართლომ დევნილი პროფესორის ბინის გაყიდვის გადაწყვეტილება მიღო

23.09.2015

 
 ნინო ქიმაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ჯიქიამ დახმარების თხოვნით მიმართა. ჯიქიას კუთვნილებაში მყოფი ბინა მამუკა ლოლუაშვილმა და მისმა მეუღლემ, ანა ხეთაგურმა თაღლითური გზით მიითვისეს და რამდენჯერმე იპოთეკით დატვირთეს. 9 წლიანი დავის შედეგად  მერაბ ჯიქიამ ბინის უკან, მის მფლობელობაში დაბრუნება მოახერხა და ცნობილ იქნა დაზარალებულად. მამუკა ლოლუაშვილი და ანა ხეთაგური სასამართლომ დამნაშავეებად ცნო და თითოეულს 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის მიუხედავად, ჯიქიას აღსრულების ბიუროდან შეატყობინეს, რომ იპოთეკარებისთვის კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად მისი კუთვნილი ბინა აუქციონზე უნდა გაიტანონ. 

„2006 წლის მაისის თვეში ჩემს სახელზე რეგისტრირებული ბინა ოფიციალური ხელშეკრულებით მოქალაქე მამუკა ლოლუაშვილს და მის მეუღლეს ანა ხეთაგურს მივაქირავე. ამ ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი დიდუბის საგადასახადო ინსპექციაში წარვადგინე და დავრეგისტრირდი, როგორც საშემოსავლოს გადამხდელი პირი. ბინა 300 დოლარად გავაქირავე და ამ თანხიდან ყოველთვიურად საშემოსავლო პროცენტს ვიხდიდი. მამუკა ლილუაშვილმა ნოტარიუსთან ხელშეკრულება გააყალბა, თითქოს მათ ბინა ნახევარი წლით ადრე მივყიდე. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნოტარიუსიც მათთან იყო შეთანხმებული და ერთად მოქმედებდნენ, რადგან აღნიშნული დოკუმენტი შემდეგ გამოძიებამ გაყალბებულად ცნო.  2006 წელსვე ჩემი ბინა ლილუაშვილმა საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში თავის სახელზე დაარეგისტრირა. უკვე მისაკუთრებული ბინა მან 37 000 აშშ დოლარის იპოთეკით დატვირთა, მაშინ, როცა საჯარო რეესტრმა იგი 40 000 ლარის ქონებად შეაფასა“, - აცხადებს დაზარალებული მერაბ ჯიქია.

ჯიქიას ცნობით, იგი წინასწარი გამოძიების დროს დაზარალებულად ცნეს. გამოძიება 4 წელი გაგრძელდა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, მამუკა ლოლუაშვილი და მისი მეუღლე დამნაშავეებად ცნეს და თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით მიესაჯათ. ლოლუაშვილმა გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და დღემდე მიმალვაშია, ხოლო მისი მეუღლე სასჯელს #5 ქალთა საპატიმროში იხდის. 

„ჩემს სახელზე რეგისტრირებული ბინის იპოთეკის მოხსნის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის უზენაეს სასამართლოს მივმართე, თუმცა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მივიღე.  2012 წლის 24 აპრილს კი, თბილისის ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა ლია ყურაშვილმა ჩემი ბინის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცელი ჩამაბარა. ქონების რეალიზაციის აკრძალვის მიზნით განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მივმართე, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღე. შემდეგ სარჩელით მივმართე გენერალურ პროკურატურას, ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორს, თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს, რის შედეგადაც აღსრულების ბიუროს უფროსმა 2012 წლის 29 ივნისს #521 შიდა ბრძანებით სააღსრულებლო ფურცლის აღსრულება შეწყვიტა და უძრავი ქონების რეალიზაცია აკრძალა“, - გვიამბობს მერაბ ჯიქია.
დაზარალებულის ცნობით, 2012 წლის დეკემბერში იპოთეკარებმა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ამევე წლის ივნისში გამოცემული ბრძანების გაუქმების თაობაზე სარჩელი შეიტანეს, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს (მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩნაძე) 2014 წლის 3 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა, თუმცა მანამდე 2013 წელს სასამართლომ დაზარალებულის სააპელაციო სარჩელი დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება გააუქმა. 2014 წლის განჩინების საფუძველზე აღნიშნული საქმე განსახილველად  სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტში გადაიგზავნა განსახილველად და დღემდე განხილვაშია.
მერაბ ჯიქიამ humanrights.ge  -სთან განაცხადა, რომ მას ცოტა ხნის წინ ბინის აუქციონზე გატანის თაობაზე აღსრულების ბიუროდან წერილი მიუვიდა. ჯიქიას თქმით, ბიუროს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ უფლებამონაცვლე პირია და იპოთეკარებისთვის კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად მისი ბინა უნდა გაიყიდოს. 
humanrights.ge აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც დაუკავშირდა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი უფლებადამცველი ორგანიზაციაა და დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას უწევს, მაინც მესამე პირად ითლება და ჯიქიას ინფორმაციაზე წვდომა არ შეუძლია. აღსრულების ბიუროს პოზიციით, დაზარალებულმა თავად უნდა გამოითხოვოს მასალები წერილობით, ან ოფიციალური მოთხოვნა მომზადდეს ორგანიზაციისგან. 

დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე უწევს.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი ითვალისწინებს საკუთრების დაცვას. ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ  „სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25.1 მუხლის დანაწესის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წარმოება ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის - მერაბ ჯიქიას მიმართ, რომელიც არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე, არის დაუშვებელი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე # 1/4953-07) დამტკიცებულია, რომ ქონების რესისტრირებული მესაკუთრის (მერაბ ჯიქიას) მიმართ არ შეიძლება მოქმედებდეს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

მერაბ ჯიქიას თქმით, მან დახმარების თხოვნით ბევრ ორგანიზაციას თუ კომიტეტს მიმართა. მათ შორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, თუმცა მან წერილი ისევ მურუსიძეს გადაუგზავნა. ჯიქია ვარაუდს გამოთქვამს, რომ ლევან მურუსიძე ამ საქმეში დაინტერესებული პირია და აღნიშნული საქმე სხვა, ნეიტრალურმა პირმა უნდა განიხილოს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC