კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს დეპუტატები სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავენ

23 სექტემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2 ოქტომბერს ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავენ. საკრებულოს   დღის წესრიგში ცვლილება 10 სექტემბერს გორში  გამართულმა აქციამ გამოიწვია.  აქციის მონაწილეები მუზეუმის ტერიტორიაზე ბელადის ძეგლის დადგმას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარტომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. აღნიშნულ საკითხზე  ,,საზოგადოება სტალინელების“ და ,,ევარაზიული არჩევანის“ წარმომადგენლები ქალაქის მერსაც შეხვდნენ.

 „შევიკრიბეთ იმის გამო, რომ ვაპირებდით ძეგლის დადგმას, სამწუხაროდ ხელი შეგვიშალეს ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა და ამის შემდეგ   შევიკრიბეთ გამგეობის წინ.  შევხვდით მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს და  მივიღეთ პირობა, რომ  ორ ოქტომბერს საკრებულო განიხილავს ძეგლის დადგმის საკითხს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდანაც მოვიწვევთ ხალხს და ჩვენი ხელით, ყოველგვარი ტრანსპორტირების გარეშე, ჩამოვიტანთ და დავდგამთ ძეგლს“,- განაცხადა „საზოგადოება სტალინელების“ წარმომადგენელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი გიორგი კანდელაკი. კანადელაკმა მის კუთვნილ მაღაზიაზე სტალინის ბილბორდი გამოაკრა, რამაც გორში საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, აქციაზე კანდელაკი ბელადის ძეგლის დადგმის მომხრეებს შეუერთდა: „მერთან ვიყავით შესულები ხალხის აზრი ვუთხარით და გადაწყვეტილებები მივიღეთ, როგორ უნდა დავდგათ სტალინის ძეგლი და ამისთვის   რა  იურიდიული პროცედურებია საჭირო.“ მოგვიანებით ქალაქ გორის მერიამ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია: ,,თუ სანიციატივო ჯგუფი მოითხოვს და წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით,  ამ საკითხს ყველა პროცედურული ნორმების  დაცვით გავიტანთ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე და ხალხის ნდობით აღჭურვილი საკრებულოს დეპუტატები განიხილავენ აღნიშნულ საკითხს“.

შეგახსენებთ,  რომ ქალაქ გორის  საკრებულოს უახლოესი სხდომა ორ ოქტომბერს არის ჩანიშნული. საკრებულოს წევრი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან“ თამარ თედლიაშვილი სტალინის ძეგლის დადგმის საკითხის განხილვას 2011 წელს პარლამენტის მიერ მიღებულ ,,თავისუფლების ქარტიასთან“ შეუსაბამოდ მიიჩნევს და აცხდებს რომ   სტალინის ძეგლის დაბრუნების საკითხს მხარს არ  დაუჭერს. 

,,თავისუფლების ქარტია კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკებს. მიმაჩნია, რომ სატალინის ძეგლი ეს არის საბჭოთა პროპაგანდა და ტოტალიტარული რეჟიმის გამოვლინება. მე მხარს არ დავუჭერ სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა, თამარ თედლიაშვილმა.

საკრებულოს წევრ ზურაბ როსებაშვილის განცხადებით, ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით სტალინის ძეგლი უნდა დადგან მუზეუმის ეზოში.
საკრებულოს დღის წერიგში შეტანილ ბეალადის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ ,,ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიიდან“ საკრებულოს წევრები. 2014 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება  გორელებისთვის სწორედ სტალინის ძეგლის დადგმა იყო. რაც შეეხება ქალაქის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს, ჟურნალიტებთან კომენტარი არც მას გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრიდან 2009 წელს, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ღამის საათებში აიღეს, იმ დროს რეგიონის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი იყო. 2009 წლიდან -  დღმდე  ბელადის ძეგლის დადგმის მოთხოვნით აქციები გორში პერიოდულად იმართება.
 

ახალი ამბები