კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ცხადიაშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი გაასაჩივრა

25 სექტემბერი, 2015
 
                                                        ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა გიორგი ცხადიაშვილმა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ცხადიაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს გაიმართა. გიორგი ცხადიაშვილს უფლებამოსილება 20ივლისს შეუჩერდა, ამ გადაწყვეტილებასმხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა.ცხადიაშვილი საკრებულოს წევრების მხრიდან უნდობლობის გამოცხადების მიზეზად   პოლიტიკურ ზეწოლას ასახელებს.  
 
,,აქ არის საუბარი სწორედ იმ პოლიტიკურ ზეწოლაზე,  რომელიც განხორციელდა მანამდე, სანამ დაინიშნებოდა   საკრებულოს კონკრეტული სხდომა. პოლიტიკური ზეწოლაა ძალოვანი სტრუქტურებიდან საკრებულოზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე“,- განაცხადა გიორგი ცხადიაშვილმა.

სასამართლოში ცხადიაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  იცავს.ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის არგუმენტებმა საქმის პოლიტიზირებას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი.

„ჩვენი სასარჩელო მოთხოვნააცხადიაშვილის  სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოთხოვნა ეყრდნობა იმ გარემოებებს, რომ ბატონი გიორგი გადაყენებული იქნა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან იგი არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ამ სახით დადგა აღნიშნული საკითხი დღისწესრიგში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.  რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, მათ განაცხადეს, რომ ბატონი გიორგის გადაყენება მოხდა იმიტომ, რომ მან დაკარგა ნდობა საკრებულოს წევრების, თუმცა ეს ფაქტობრივი გარემოება ვერ დაადასტურეს“,- აღნიშნა საიას რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთი ბებიაშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ყოფილი მოადგილისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზად ცხადიაშვილის მიმართ დეპუტატების ნდობის დაკარგვას ასახელებს.

„დეპუტატებს აქვთ უფლება,  გადაგაყენონ. თუ მე, პროფესორი, მაღალი ზნეობით გამორჩეული პირი მათ ნდობას დავკარგავ, შეუძლიათ ჩემი გადაყენებაც. ცხადიაშვილი პასიურობდა, რის გამოც დეპუტატების ნდობა დაკარგა“,- განაცხადა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძემ.

სასამართლო პროცესს ეწრებოდნენ ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" პარლამენტის წევრები. პროცესზე მივიდნენხაშურის საკრებულოს ის დეპუტატებიც, რომლებმაც  ცხადიაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს. 

ცხადიაშვილის საქმის განხილვა ხაშურის რაიონულ სასამართლოში 5 ოქტობერს გაგრძელდება. გიორგი ცხადიაშვილი და მისი მომხრეები ამ დროისთვისსასამართლოს გადაწყვეტილებას  ელოდებიან.  

ახალი ამბები