19:03, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრესკონფერენცია - ქალიმსჯავრდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

25.09.2015

 
ანა ფაცაცია

24 სექტემბერს, რეპორტიორის პრეს-კლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თამარ ავალიანმა პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენცია გაიმართა ქალთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის, ნანა ფარჩუკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა ადვოკატ თამარ ავალიანისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ მის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ღირსების შემლახველ პროცედურას ეხებოდა  სად-ის #5 დაწესებულების ადმინისტრაციამ რამდენიმე დღით დააყოვნა, რითაც მსჯავრდებულს ხელი შეეშალა სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანაში. ასევე, ახსნა-განმარტებაში  მსჯავრდებული საუბრობს  სად-ის #5 დაწესებულების თანამშრომლის  ლუდმილა ბარტაევას მუქარაზე, რომელიც მსჯავრდებულს ემუქრებოდა,რომ სკანირების აპარატის შეძენა არა მარტო სამინისტროს, არამედ მასაც ძვირი დაუჯდებოდა. ახსნა-განმარტებაში მსჯავრდებული ასევე საუბრობს,  14 აგვისტოსადვოკატთან შეხვედრაზე, რომლის დასრულების შემდეგაც ფარჩუკაშვილი გასაჩხრეკ ოთახში ჩაიყვანეს. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ კი 10-12 თანამშრომელმა ალყაში მოაქცია. მსჯავრდებულის თქმით, თანამშრომელთა შორის იყვნენ #5 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ზაზა ადანია და ნიკოლოზ გოგინაშვილი (ამ უკანასკნელის გვარი მსჯავრდებულს არ ახსოვს).

თამარ ავალიანის განცხადებით, 2015 წლის 12 აგვისტოს, ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, რის თაობაზეც ინფორმაცია დაწესებულების დირექტორმა თავად მიაწოდა სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს მკვრივი, ბლაგვი საგნის მეშვეობით დაზიანებები აქვს მიყენებული. 

თამარ ავალიანის თქმით, მსჯავრდებულები არ უნდა გადიოდნენ სრულ შემოწმებას, რომელიც ღირსების შემლახავია და რასაც ემატება მსჯავრდებულის გაშიშვლება და მოთხოვნა ბუქნების გაკეთების თაობაზე. მთავარი მოთხოვნაარის მსჯავრდებულთა შემოწმება სკანირების აპარატის მეშვეობით, რათა აღარ იყოს დაშვებული მსჯავრდებულთა შეურაცხყოფა. 

თავად მსჯავრდებულის, ნანა ფარჩუკაშვილის ადვოკატის, კახა მუმლაძის თქმით, 2015 წლის 27 აგვისტოს მიღებული ბრძანებით, მსჯავრდებულები შემოწმდებიან სამედიცინო შემოწმების გზით. ადვოკატი მიიჩნევს, რომ შემოწმების ეს გზაც შეურაცხმყოფელია პატიმართათვის.

პრესკონფერენციაზე გამოთქმული მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მსჯავრდებულთა შემოწმება მხოლოდ  სკანირების აპარატის გზით  უნდა ხდებოდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული მსჯავრდებულთა ღირსების შემლახავი შემოწმება. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC