კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელასს უკანონოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება დაევალა

30 სექტემბერი, 2015
 
ნინო ქიმაძე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრმა „აისი“ დახმარების თხოვნით მიმართა. ცენტრს თელასიდან მიუვიდა 1586 ლარის ოდენობის დავალიანება, რომელიც მოგვიანებით „თი ბი სი“ ბანკის „ონლაინ ბანკინგის“ მეშვეობით  პირადი ანგარიშიდან ჩამოეჭრა. „აისი“ თელასისგან უკანონოდ ჩამორთმეული თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვდა. სარეაბილიტაციო ცენტრს სამართლებრივ დახმარებას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი სოფო ალექსიძე უწევდა. ალექსიძემ აღნიშნული საქმე წარმატებით დაასრულა.

„ჩვენი ბენეფიციარი არის სარეაბილიტიაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“, რომელსაც 2012 წლის 31 იანვრის ბრძანებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უზურფუქტით გადასცა შენობა-ნაგებობები დაწესებულებისათვის. „აისი“ არის დღის ცენტრი, რომელიც ემსახურება 50-მდე შშმ ბავშვს. 2014 წლის 14 ივლისს  ამ ორგანიზაციას 1586 ლარის დავალიანება დაერიცხა, რომელიც „თი-ბი-სი“ ბანკინგით ავტომატურ რეჟიმში ჩამოეჭრა. აღმოჩნდა, რომ წარსულში ეს შენობა ეკუთვნოდა სანატორიუმ „გაზაფხულს“. ორი დიდი ადმინისტრაციული კორპუსი იყო, მაგრამ ორივეს ჰქონდა ცალკ-ცალკე მრიცხველი და აბონენტის ნომერი. 2012 და 2013 წლის გადაწყვეტილებებით, სანატორიუმ „გაზაფხულს“  დაეკისრა დავალიანება, მაგრამ 2013 წლის გადაწყვეტილებაში „გაზაფხულმა“ თავისი დავალიანება გადაიტანა იმ კორპუსზე, რომელშიც თვითონ უნდა დარჩენილიყო. ის აბონენტის ნომერი, რომელიც შემდგომ „აისზე“ გასხვისდა სუფთა, დავალიანების გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ „აისი“-მ 2012 წლის დეკემბერში თელასს განცხადებით მიმართა აბონენტის სახელწოდების შეცვლის თაობაზე, დავალიანების გადახდა თელასმა მაინც ახალ მესაკუთრეს დააკისრა“, -აცხადებს სოფო ალექსიძე.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ვარაუდს გამოთქვამს, რომ თელასმა დაინახა, რომ „აისი“ ავტომატურად იხდიდა გადასახადებს და აღნიშნული 1586 ლარის დავალიანების გადახდაც მას დააკისრა.

„თელასი ამტკიცებდა, რომ სემეკის ბრძანება გვაქვს, რომლის თანახმადაც როდესაც აბონენტს 2 ნომერი აქვს, უფლება გვაქვს გადავიტანოთო, თუმცა მათთვის ცნობილი იყო, რომ ეს აბონენტის ნომერი სანატორიუმ „გაზაფხულის“ აღარ იყო და სწორედ ამ მოტივით ვითხოვდით დავალიანების დაბრუნებას“, - აცხადებს ალექსიძე.

სასამართლო 2015 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა და სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“ დაზარალებულად ცნეს, ხოლო თელასს უკანონოდ მიღებულ თანხის უკან დაბრუნება დაევალა. თელასს გასაჩივრების ვადა ოქტომბრის ბოლომდე აქვს, თუმცა იურისტი ვარაუდობს, რომ პროცესის სიცხადიდან გამომდინარე განაჩენი არ გასაჩივრდება.

ახალი ამბები