კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოშებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აიღეს

30 სექტემბერი, 2015
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმატებული საქმე

ნინო ქიმაძე

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი სამართლებრივ დახმარებას უწევს ნავთლუღის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბოშებს, რომელთაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მომწმობები და ვერ სარგებლობენ სოციალური მომსახურებით. იურისტის დახმარებით, ამ დროისთვის, ორ მოქალაქეს დაბადების ფაქტი დაუდგინდა, ექვსი ადამიანის საქმე კვლავ განხილვაშია.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეხმარება ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩასახლებულ ბოშებს. უმეტესობა მათგანს დაბადების დამადასტურებელი მოწმობებიც არ გააჩნიათ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან“, -აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

იურისტის თქმით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღება გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს, მათ შორის დაბადების ფაქტის დადგენისათვის მოწმეების მოძიებას.

„დაბადების დამადასტურებელი მოწმობის მიღების მსურველი პირისთვის მოგვყავს მოწმეები, რომ ეს ადამიანი ნამდვილად დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე და დგინდება დაბადების ფაქტი, ამის შემდეგ ხდება ამ პირისათვის სტატუსის განსაზღვრა. თუ დადგინდება, რომ აღნიშნული პირები 1993 წლის 31 მარტისთვის იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიენიჭებათ საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო თუ აღნიშნული ფაქტი ვერ დავადასტურეთ, მაშინ ხდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ქობესაშვილმა. 

ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი პროცედურული საკითხების სირთულეზეც საუბრობს. მისი თქმით, დაბადების ფაქტის დასადგენად მოწმეების იუსტიციის სახლში მიყვანა რამდენჯერმეა საჭირო. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ბოშები თავად გამოთქვამენ საბუთის ქონის სურვილს, ისინი ერიდებიან იუსტიციის სახლში მისვლას. 

„შევხვდით იუსტიციის სახლის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, მაგრამ ვერ შეძლეს გაეწიათ იმ სახის დახმარება, რომ ეს ადამიანები არ მოსულიყვნენ იუსტიციის სახლში და საქმე მათ გარეშე გვეწარმოებინა.  ბოშები იუსტიციის სახლში მისვლას ერიდებიან და მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ: დროის უქონლობას, მოუცლელობას. მათ უნდათ პირადობის მოწმობების მიღება, მაგრამ ამისათვის არ უნდათ რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, - განმარტავს იურისტი.

ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2 ადამიანს დაუდგინდა დაბადების ფაქტი, მათ შორის ერთს მოქალაქეობა მიენიჭა, ხოლო მეორეს - მოქალაქეობის უფლების არმქონე პირის სტატუსი. ამ ეტაპზე 6 პირის საქმე განიხილება. იურისტი განმარტავს, რომ პროცედურების მიმდინარეობის პროცესში ბოშებს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები და პირადი ნომრები აქვთ მინიჭებული.

ახალი ამბები