23:28, Monday, 06.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მცირეწლოვან გ. კახურაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა

08.10.2015

 
ნინო ქიმაძე

6 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცირეწლოვან გიორგი კახურაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ამ უკანასკნელისვე სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო პროცესზე აპელანტ მხარეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“ წარმოადგენდა. „ჯორიან კაპიტალმა“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც იპოთეკის ხელშეკრულებები ბათილად ცნეს.

გიორგი კახურაშვილის ქონებრივი დავა 2010 წლის 22 მარტიდან დაიწყო, როდესაც მცირეწლოვანი კახურაშვილი ხელშეკრულებების საფუძველზე მოვალედ იქნა აღიარებული. 2009 წელს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის" სასარგებლოდ, სესხის სანაცვლოდ (რომლის ოდენობაც 7 000 აშშ დოლარს შეადგენდა) იპოთეკით დაიტვირთა არასრულწლოვან გ. კახურაშვილის უძრავი ქონება. სესხი სამეურნეო საქმიანობის განვითარების მიზნით აიღეს, რომლის საპროცენტო განაკვეთი წლიურ 60%-ს წარმოადგენდა, თუმცა ოჯახმა ვერ მოახერხა საქმის წარმატებით განხორციელება და 2012 წლის 4 ივნისს აუქციონზე გ. კახურაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ოჯახმა პირველი ინსტანციის სასამართლოს არაერთხელ მიმართა, თუმცა საქმე წარმოებაში არ მიიღეს. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე და დააკმაყოფილა არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების სასარჩელო მოთხოვნა და კახურაშვილებსა და  „ჯორჯიან კაპიტალს“-ს შორის დადებული ხელშეკრულებები ბათილად ცნო.

მცირეწლოვნის წარმომადგენლებს სამართლებრივ დახმარებას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი უწევს. 
„ადამიანის უფლებათა სახლი მიესალმება, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ აღიარა ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არასრულწლოვნის უფლება უნდა იყოს დაცული. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ბერკეტი ბავშვთა უფლებების დასაცავად. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის კანონიერი. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე.  თვალს მივადევნებთ იმ თანმდევი შედეგების გაუქმებასაც, რაც ამ ხელშეკრულებებმა გამოიწვია და მივიყვანთ საქმეს იქამდე, რომ გიორგი კახურაშვილს ჩავაბარებთ უფლებრივად უნაკლო სახლს“, - განაცხადა იურისტმა ეკა ქობესაშვილმა. 

იურისტის თქმით, სააპელაციო სამართალწარმოება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ხელშეწყობით მოხდა. ეკა ქობესაშვილი აღნიშნულ საქმეს პრეცენდენტულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო პრაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ საქმიდან გამომდინარე ვგეგმავთ, მოვამზადოთ საკანონმდებლო წინადადება, რათა კანონმდებლობაში თვალნათლივ იყოს გაწერილი ნორმა, რომ არ შეიძლება მცირეწლოვანის და არასრულწლოვანის საკუთრების უფლების ხელყოფა, თუნდაც ეს იყოს მისი მშობლების მიერ წარმოდგენილი ნებართვა, თუკი ეს არ მოდის ბავშვის ინტერესების შესაბამისობაში. მცირეწლოვანი მესაკუთრის ქონების გასხვისება ან რაიმე უფლებით დატვირთვა აუცილებელია, ემსახურებოდეს არასრულწლოვნის ინტერესებს და აუცილებელ საჭიროებას“, - აცხადებს ქობესაშვილი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ნოტარიუსებისთვის საინფორმაციო ბროშურების მომზადებას გეგმავს, რათა მომავალშიც არ მოხდეს ისეთი ხელშკრულებების გაფორმება, სადაც მოპასუხე მხარე არასრულწლოვანი იქნება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC