კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში

15 ოქტომბერი, 2015
 
7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში უნივერსალური პერიოდული ანგარიშის (UPR) პრეზენტაციაზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო ელბაქიძემ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. UPR -ზე წარსადგენი ანგარიში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორმა წევრმა ორგანიზაციამ - „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT)  ადამიანის უფლებათა ფონდის ჟენევის ოფისის მხარდაჭერით მოამზადა. 

2015 წლის მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოდან ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააგზავნა ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ მომზადებული პერიოდული ანგარიში 5 საკვანძო საკითხს ეხებოდა: პატიმრების უფლებები, შშმ პირთა დისკრიმინაცია, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობა.

„სახელმწიფომ აღიარა წინა წლებში პატიმართა წამების ფაქტები, ამიტომ მსჯავრდებულები საჭიროებენ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, რასაც საქართველოში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ. ჩვენი რესურსი კი საკმარისი არ არის. საჭიროა, სახელმწიფო ჩაერთოს და განახორციელოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამა. სახელმწიფოს ასევე არ აქვს შშმ პატიმრების საჭიროებები განსაზღვრული და არ აქვს პროგრამა, თუ როგორ გააუმჯობესოს მათი მდგომარეობა, რათა შშმ პატიმრებმა თანაბარ პირობებში იცხოვრონ. ჩვენ მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, საპატიმროებში შექმნილი არ არის შშმ პატიმრებისთვის ადეკვატური გარემო“,- აღნიშნა ნინო ელბაქიძემ.

ელბაქიძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან არჩევნების შემდეგ 55-მდე მუნიციპალიტეტიდან 2000-მდე დასაქმებული პირი მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.

„მესამე საკითხი იყო გენდერული დისკრიმინაცია. აქცენტი გავაკეთეთ ქალთა მდგომარეობასა და დეკრეტულ შვებულებაზე.  ანგარიშში მეხუთე საკითხი ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობას ეხებოდა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გამართულ შეხვედრაზე წარვადგინეთ რეკომენდაციები. ამის შემდეგ კი გვქონდა ინდივიდუალური შეხვედრები ევროპისა და ამერიკის მისიებთან. კერძოდ, შევხვდით კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, შვეიცარიის, ნორვეგიისა და ჩეხეთის მისიებს“,- განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ.

შემდეგი ეტაპი გაიმართება ნოემბერში, როდესაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმენენ. 

„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, თუ ვის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს გააცნობენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ვიმედოვნებთ, რომ შერჩეული იქნება ჩვენ მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომელთა შესრულების ვალდებულება დაეკისრება შემდეგში საქართველოს ხელისუფლებას“,- აღნიშნა ნინო ელბაქიძემ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი UPR -ისთვის მომზადებული ანგარიშის ქართული საზოგადოებისთვის გაცნობას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ახალი ამბები