კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ სართიჭალაში ანტისანიტარიის პრობლემა აღმოიფხვრა

20 ოქტომბერი, 2015
 ნინო ქიმაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალის რწმუნებული, ივანე ბიძინაშვილი დაუკავშირდა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. 

საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად რაიონულმა გამგეობამ 270 000 ლარი გამოყო. რწმუნებულის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სოფლის სხვა უბნებზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ეტაპობრივად მოახდენს. 

სოფელს დიდი ხანია, მოძველებული კანალიზაციის პრობლემა აწუხებდა, სახლებიდან გამომავალი ფეკალური მასა მიწის ზედაპირზე, საძოვრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ამოდიოდა. მოსახლეობის განცხადებით,  ადამიანის უფლებათა ცენტრის ჩართულობის შემდეგ  აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია.

ახალი ამბები