კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წიგნი - „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“

29 ოქტომბერი, 2015
პრეს-რელიზი

5 ნოემბერს, 13:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ადამიანის უფლებათა ცენტრი და კოალიცია „ნდობის აღდგენისათვის“ წარმოგიდგენთ წიგნს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე: „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, ეროვნული ბიბლიოთეკის III (ადმინისტრაციული) კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი; 

ინფორმაციისათვის:

წიგნი - „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გამოიცა პროექტ „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. 

წიგნის მიზანია, მოიძებნოს რესურსები დიალოგისთვის და ურთიერთთანამშრომლობისთვის, რათა სამხრეთ კავკასიის ხალხების ისტორიაში დაიწყოს ახალი ეტაპი - ნდობის აღდგენა. წიგნში თავმოყრილი სტატიების ავტორები ცდილობენ, ეძიონ მიზეზები, თუ რის გამო გაჩაღდა სისხლიანი ეთნოკონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში. ამავე დროს, მათ აქვთ განსაკუთრებული მიზანი - ხალხებს შორის ნდობის აღდგენა, შერიგება და მშვიდობის მშენებლობა. 

კოალიცია „ნდობის აღდგენისათვის“ ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიაში და აერთიანებს როგორც გაეროს წევრ სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს, ასევე - არაღიარებულ რესპუბლიკებს: აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღს.  

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება წიგნის ეგზემპლარები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. წიგნების ნაწილი გადაეცემა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები