კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩალაუბანში 9 წლის ბიჭი პნევმატური იარაღის მსხვერპლი გახდა

4 ნოემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში უბედური შემთხვევა მოხდა. 9 წლის ბიჭი პნევმატური იარაღის მსხვერპლი გახდა.

როგორც humanrights.ge-ს სოფელში გამგებლის წარმომადენელმა ელგუჯა იმერლიშვილმა განუცხადა, გუშინ, დაახლოებით 18 საათზე, ბავშვები თამაშობდნენ, ერთ-ერთს თოფი გაუვარდა და მეოთხე კლასელ ბიჭს მუცელში მოხვდა, არასრულწლოვანი ადგილზევე გარდაიცვალა.

„გარდაცვლილის კლასელს პნევმატური იარაღი ჰქონდა, ე.წ. „კისტის თოფი“, რომელიც დიდი სიმძლავრისაა, არ ვიცი გაუვარდა, თუ რა მოხდა. ამას პოლიცია დაადგენს. ბიჭს თირკმელში მოარტყა ტყვია, რის გამოც ადგილზევე გარდაიცვალა“, –აღნიშნა ელგუჯა იმერლიშვილმა.

humanrights.ge დაუკავშირდა შსს პრესსამსახურს, მათი ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ახალი ამბები