კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებიდან“ 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

4 ნოემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპი „სამუზეუმო გაერთიანების” და ა(ა)იპი „საბიბლიოთეკო გაერთიანების” შეერთება მოხდა. შეიქმნა ახალი ა(ა)იპი „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება”, რომლის დირექტორად პროფესიით, ექიმი ნევროლოგი მაია ბეროშვილი დაინიშნა.

ახალმა ხელმძღვანელმა შტატების შემცირება დაიწყო და 13 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათ შორის „საბიბლიოთეკო გაერთიანების”  დირექტორი მზია გლურჯიძე.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების განმარტებით, ორგანიზაციიდან რამდენიმე წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები გაათავისუფლეს, მათ ნაცვლად კი არაპროფესიონალი კადრები  მიიღეს. 
„საბიბლიოთეკო გაერთიანების” ყოფილი დირექტორი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.

„ჩემს თავს პროფესიონალად მივიჩნევ და ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიყო დღეს დაუსაქმებელი. ჩემ გარდა გათავისუფლებულია კარდენახის ბიბლიოთეკარი ნინო ციციშვილი, ქალაქის ბიბლიოთეკიდან კი, ელენე ყურშიტაშვილი და ნინო სიბაშვილი. ყველა ძველი და პროფესიონალი კადრია. ელენე ყურშიტაშვილს მარჩენალი არა ჰყავს, ეკონომიურად ძალიან  უჭირს, ავადმყოფი ბავშვი ჰყავთ სახლში, რომელსაც მუდმივად წამალი ესაჭიროება. ეგ არავინ გაითვალისწინა. მას აქვს სათანადო განათლება და გამოცდილებაც. ჩემი აზრი თუ გაინტერსებთ, უნდა ყოფილიყო შიდა ტესტირება, რათა არ გვეფიქრა, რომ აქ ადგილი აქვს კორუფციასა და ნეპოტიზმს“, - განაცხადა მზია გლურჯიძემ.

„გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ დირექტორის მაია ბეროშვილის თქმით,თანამშრომელთა დანიშვნისათვის ტესტირების ჩატარებაზე ა(ა)იპი-ებში არ არის მოთხოვნა. თანამშრომელთა გათავისუფლება მოხდა სამუშაო გამოცდილებისა და თანამშრომლების კომუნიკაციის უნარის განსაზღვრით.

რა კრიტერიუმებით მოხდა საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებიდან 13 თანამშრომლის გათავისუფლება ამის გასარკვევად Humanright.ge დაუკავშრდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს.

„უკანონოდ თუ არიან გათავისუფლებულები მაშინ  მიმართონ სასმართლოს. მათ ხელშეკრულებები დაუმთავრდათ, დირექტორი მიიჩნევს, რომ ამდენი თანამშრომელი აღარ არის საჭირო და ამიტომ აღარ გაუგრძელა ხელშეკრულებების ვადები“, – აღნიშნა გამგებელმა.

ახალი ამბები