კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებაში არსებული ხარვეზების თაობაზე

12 ნოემბერი, 2015
 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ასევე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს, აღმოფხვრას ხარვეზები იმ მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებაში, რომლებსაც 2006-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ან საპატიმროებში არსებულ არასათანადო პირობებში, დაუზიანდათ ჯანმრთელობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არის საქმეები, სადაც ბენეფიციარები უჩივიან უყურადღებობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან ისეთი ტიპის ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, რაც უკავშირდება ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგებს, როდესაც წამება და არაადამიანური მოპყრობა წარმოადგენდა სისტემურ დანაშაულს პენიტენციურ დაწესებულებებში და ამავე დროს, პატიმრები იმყოფებოდნენ არასათანადო პირობებში.

არის შემთხვევები, როცა სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მდგომარეობას და გაურბის ვალდებულებას, უზრუნველყოს მსხვერპლი მსჯავრდებულების სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. მსგავსი შემთხვევებისას ადამიანის უფლებათა ცენტრი იძულებულია, მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გზით დაავალდებულოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მსჯავრდებულის მოთხოვნაზე.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო სად-ის #12 დაწესებულების მსჯავრდებულის, მ.ტ-ს საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, მ.ტ.-მ სასჯელაღარულებისა და პრობაციის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. მსჯავრდებულის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი თამარ ავალიანი წარმოადგენდა.  მ.ტ-ს  სასარჩელო მოთხოვნა გახლდათ სათანადო მკურნალობა და ჯანდაცვის უფლების დარღვევიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება.

მსჯავრდებული მ.ტ სასჯელს იხდის 2007 წლიდან. მას ჯანმრთელობა შეერყა სასჯელის მოხდის პერიოდში არასათანადო პირობებისა და  მკურნალობის შედეგად.

მსჯავრდებულისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მ.ტ-ს მკურნალობა სათანადოდ არ ხორციელდებოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულ მ.ტ-ის სათანადო მკურნალობა დაევალა. ამასთან, სამინისტროს მსჯავრდებულის მიმართ, ზიანის ანაზღაურების სახით, 7000 ლარის გადახდაც დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები