კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

1237 ამნისტირებული პატიმარი პენიტენციურ სისტემას დაუბრუნდა

19 ნოემბერი, 2015
 
რატი ხარატიშვილი

2012 წელს საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“. აღნიშნულ კანონს არ ეთანხმებოდა საქართველოს  შს სამინისტრო და პარლამენტის სხვადასხვა ფრაქცია და ცალკეული წევრი, თუმცა საკანონმდებლო შტოს უმრავლესობის ძალისხმევით აღნიშნული კანონი მაინც ამოქმედდა.

2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“  შეეხო 16 534 პატიმარსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ 12 722 პირს. კანონის თანახმად, საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 8 752 ბრალდებული/მსჯავდებული. მათ შორის: 8 289 - სრულწლოვანი კაცი, 438 - სრულწლოვანი ქალი, 25 - არასრულწლოვანი კაცი, 0 - არასრულწლოვანი ქალი. ¼-ით შეუმცირდა სასჯელი ყველა პატიმარს, გარდა მძიმე დანაშაულისა.  
კანონის აღსრულების ვადად დადგენილი იყო ორი თვე, გამონაკლისი წარმოადგენდა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, თაღლითობის ბრალდებით, მსჯავდებული/ბრალდებული პირები, რომლებზეც ამნისტიის გავრცელების აუცილებელი პირობა დაზარალებულ პირთა თანხმობა იყო. აღნიშნული მუხლით მსჯავდებულ/ბრალდებულ პირთა საქმეთა განსახილველად დადგინდა ოთხი თვე.

2015 წლის 13 აპრილს აღნიშნულ კანონს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე - ეკა ბესელია გამოეხმაურა:
„ის, რომ ამნისტიით გათავისუფლებულ პირთაგან ძალიან დაბალი პროცენტია განმეორებით დანაშაულის ჩამდენი, მეტყველებს იმაზე, რომ ამნისტიის შედეგები ზუსტად და სწორად იყო გათვლილი,“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლებულ 8 752 ბრალდებულთან/მსჯავდებულთან განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა და პენიტენციურ დაწესებულებებში შემობრუნდა 1 237 პირი. მათ შორის 1 218 სრულწლოვანი კაცი, 12 სრულწლოვანი ქალი, 7 არასრულწლოვანი კაცი, 0 არასრულწლოვანი ქალი.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, უცნობია დღეის მდგომარეობით, განმეორებით ჩადენილი დანაშაულის შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებებში შემობრუნებულ პირთაგან, რამდენი იხდის სასჯელს და რამდენი გათავისუფლდა, რადგან სამინისტრო აღნიშნულის სტატისტიკას არ აწარმოებს.
 
 

ახალი ამბები