კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მკვლელობა მოხდა

20 ნოემბერი, 2015
 
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ ეზოში ერთი ადამიანი მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა.

როგორც humanrights.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა ლამბალოში, მახმუდ ალიევმა განუცხადა, შემთხვევა 20 ნოემბერს, დილის 10 საათზე, მოხდა. მამაკაცთან ლაგოდეხის რაიონიდან ორი პირი მივიდა ვალის დასაბრუნებლად. მათი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა, მასპინძელმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მეორე კი მძიმედ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

შსს–ს პრესსამსახურის  ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის  108–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ახალი ამბები