კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი შშმ პირი დახმარებას ითხოვს

26 ნოემბერი, 2015
 
ნინო ტუღუში

სოციალურად დაუცველმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა თემურ მასხულიამ ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მიმართა. მისი თქმით, იგი რამდენიმე თვეა, რაც უფლებების დაცვას მოითხოვს. 

„2015 წლის 15 სექტემბერს განცხადებით მივმართე ქალაქ რუსთავის მერს, დავით ჯიქიას ერთჯერადი დახმარების თხოვნით, რათა დამეფარა 4 თვის ბინის ქირა, რაც ჯამში 1000 ლარს შეადგენს. პასუხი კი მივიღე, თუ რა უფლებები გააჩნია სოციალურად დაუცველ პირს და ამასთან, მაცნობეს, რომ მერიის სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული არ არის სოციალურად დაუცველ პირებს მატერიალურად დაეხმარონ“, - განაცხადა თემურ მასხულიამ. 

ამის შემდეგ ქალაქ რუსთავის მერიას მასხულიამ კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით მიმართა, თუმცა მერიას რეაგირება არ მოუხდენია, რის გამოც იგი 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, 21 ივლისიდან  კი, სასმელი წყლის მიწოდება შეუჩერდა. 

2015 წლის 7 სექტემბერს მასხულიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ეცნობა, რომ მას შეჩერებული ჰქონდა პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID). შესამაბისად, ელექტრონული პირადობის მოწმობის გარეშე ის ვერ სარგებლობს კუთვნილი მომსახურეობებით. მან მონაწილეობა ვერ მიიღო რუსთავის თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარებას. 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, თემურ მასხულიას ID-ბარათის მოქმედება აღუდგება მას შემდეგ, როდესაც იგი რომელიმე მისამართზე დარეგისტრირდება.

2015 წლის 13 ნოემბრამდე მასხულია რუსთავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რომლის ფაქტობრივი მეპატრონე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ლია ხუციშვილია. ხუციშვილმა მასხულიას გამოსახლების მიზნით პოლიციას არაერთხელ მიმართა. 

„13 ნოემბერს პოლიციამ იძულების წესით გამომასახლა ნაქირავები ბინიდან. ამის შემდეგ  განცხადებებით მივმართე ქვემო ქართლის ოლქის და რუსთავის პროკურორებს, გუბერნატორს და სოციალურო მოსახურეობის სააგენტოს და ვაცნობე ჩემი ბინიდან გამოსახლების შესახებ და მოვითხოვე ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა. ბინიდან გამოსახლების შემდეგ დამიკავშირდა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელი და მაცნობა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო შემიჩერდება სოციალური დახმარება“, - აღნიშნა თემურ მასხულიამ. 

Humanrights.ge დაუკავშირდა ქალაქ რუსთავის მერიას, რათა გაერკვია რა ბედი ელის უბინაოდ დარჩენილ თემურ მასხულიას, თუმცა მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

მასხულიამ დახმარების თხოვნით ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, თუმცა მისი თქმით,  არავინ გამოხმაურებია.

ახალი ამბები