ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნიდერლანდების საელჩო გორსა და გურჯაანში აჩვენებს ფილმს Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ
04.12.2015
10 დეკემბერს 14:00 საათზე გორში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში და 11 დეკემბერს 14:00 საათზე გურჯაანში, თოჯინების თეატრის დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან ერთად გამართავს კინო ჩვენებას ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
ნაჩვენები იქნება კეტი ჩევინის და როს კაუფმანის ფილმი E-TEAM - „საგანგებო მისიების გუნდი“, რომელიც მოგვითხრობს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ. კერძოდ, ფილმში ასახულია ორგანიზაციის საგანგებო მისიების გუნდის მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, როგორიცაა: სირია, ლიბია და კოსოვო; გუნდის წევრები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახდენენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებას. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო გამოძიების დროს აქტიურად იყენებს მათ ანგარიშებს და მტკიცებულებებს. სახელმწიფოები კი ითვალისწინებენ Human Rights Watch-ის მკლევართა შეფასებებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მიმდინარე სასტიკი დანაშაულების აღსაკვეთად ან შესაჩერებლად.
2014 წელს გადაღებული ფილმი 89 წუთი გრძელდება. მასში მთავარი მოქმედი პირები არიან Human Rights Watch-ის მკვლევარები ანა ნეისტატი (რუსეთის ფედერაცია), ულე სოლვანგი (ნორვეგია), პიტერ ბოკერტი და ფრედ აბრაჰამსი.
ფილმი ქართულ ენაზე თარგმნა ადამიანის უფლებათა ცენტრმა. ფილმი ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას