კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

7 დეკემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

2004 წელს აკურის ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის გამო ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილსა და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ამავე საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს დანიშნა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარედგინათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, 2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით მონაწილეობდა იმჟამინდელი სამართალდამცავი ორგანოები და ეროვნული ბანკი, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურის ღვინის ქარხანა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას 3 - დან  5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ახალი ამბები