კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა შრომითი თერაპიის პროექტი პატიმრებისთვის

9 დეკემბერი, 2015
 
პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა პროექტი „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის დანერგვა პატიმართათვის საქართველოში“. პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პატიმართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას, განხორციელდა რუსთავის #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში.

პროექტის თანახმად, თიხის დამუშავების სპეციალისტმა პატიმრებს შეასწავლა თიხაზე მუშაობა. პროექტში ასევე მონაწილეობდა ფსიქოლოგი თერაპევტი, რათა თიხაზე მუშაობის პროცესს, შრომითი უნარ-ჩვევების გამომუშავების გარდა,  პატიმრებისთვის შრომითი თერაპიის ფუნქციაც ჰქონოდა. 

3 დეკემბერს #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში შრომითი თერაპიის ბოლო ვიზიტის გარდა, მოეწყო პროექტის შეჯამება და სერთიფიკატების გადაცემა პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებისათვის. მსჯავრდებულთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერეს მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც სიტყვით მიმართეს მსჯავრდებულებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას გადასცა 300 კგ თიხა და სხვადასხვა მასალები, რათა მსჯავრდებულებმა გააგრძელონ მუშაობა სოციალურ მუშაკებთან ერთად, რომლებმაც პროექტის განმავლობაში  ასევე, შეისწავლეს თიხაზე მუშაობა.

პროექტი - „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის დანერგვა პატიმართათვის საქართველოში“ განხორციელდა ევროკავშირისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ ფინანსური მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები