კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ შეწყალების ქართული მოდელი არსებითად არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ აუცილებელია მისი დახვეწა

13 დეკემბერი, 2015
 
პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოში დღეს არსებული შეწყალების მოდელი არსებითად არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ აუცილებელია მისი დახვეწა, რათა პრეზიდენტის მიერ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება კითხვებს არ უჩენდეს საზოგადოებას - ხალხს, რომელიც არის ამ ექსკლუზიური უფლებამოსილების წყარო. 

შეწყალების მოქმედ მექანიზმთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემები უკანასკნელ დღეებში ნათლად წარმოაჩინა იმ აჟიოტაჟმა, რაც მოჰყვა ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრის მითითებას, პარლამენტს დაეწყო მუშაობა შეწყალების ისეთ მოდელზე, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მონაწილეობა, მეორე მხრივ კი - შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას, მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში კორუფციული გარიგებების მცდელობის თაობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრს შეწყალების საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებას აქვს, რა მსჯავრდებულები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას შეწყალების პროცესთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტების გამოცემა პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგჯერ მღელვარების მიზეზიც ხდება. 

კითხვები უკავშირდება შეწყალების კომისიის მუშაობისა და პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზოგიერთ ასპექტს. მაგალითად, შეწყალების წესის შესახებ დებულება ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების წესებისა და მოთხოვნების დაუცველად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეუძლია, შეიწყალოს ნებისმიერ დანაშაულში მსჯავრდებული პიროვნება, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი რაოდენობით, რაც გარკვეულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ამ უფლების ბოროტად გამოყენების კუთხით. სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში იყო კიდეც შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტმა ისარგებლა ამ ექსკლუზიური კომპეტენციით თავისი პოლიტიკური სიმპატიებისა და ახლობლების მხარდაჭერის ბუნდოვანი საფუძვლებით. 
 
სწორედ ამ პრობლემების მონიშვნისა და შემდგომში მათი აღმოფხვრის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმდინარე წლის ივლისიდან, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, იკვლევს შეწყალების ქართულ და უცხოურ მოდელებს. ორგანიზაციამ უკვე დაასრულა შეწყალების მოდელების კვლევა ისეთი დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში, როგორიცაა: აშშ, ავსტრია, ბულგარეთი, ირლანდია, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ხორვატია, ჩეხეთი. 

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეწყალების ქართული მოდელი საჭიროებს გაჯანსაღებას დასაბუთებულობისა და განჭვრეტადი პროცედურების კუთხით, რაც შეწყალების ჰუმანურ მექანიზმს კიდევ უფრო ქმედითსა და ეფექტურს გახდის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები