კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა

30 დეკემბერი, 2015
 
რატი ხარატიშვილი

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ახვლედიანმა გასული წლის მოვლენები და უკანასკნელ წლებში განხორციელებული სასამართლო  რეფორმები შეაფასა. მისი თქმით, რეფორმების პროექტი გაუმართავი იყო.

მამუკა ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის გადადგომის საკითხი დააყენა: „ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ უზენაეს სასამართლოში, ამიტომ მიმაჩნია, რომ თავმჯდომარემ ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი.“

ახვლედიანის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს კომუნიკაცია არ აქვს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან. მისი თქმით, გვენეტაძე არ ინტერესდება საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობით.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი საეჭვო რეპუტაციის მოსამართლე დაინიშნა. ახვლედიანის თქმით, მოსამართლეები ინიშნებიან ნაცნობობით, ნაცვლად პროფესიონალიზმისა და სათანადო კვალიფიკაციის გათვალისწინებისა. მისი თქმით, ამის მაგალითია ნინო სანდოძე და დათო ჯუღელი.

მამუკა ახვლედიანის თქმით, წინა წლებთან შედარებით საქმეთა რაოდენობა გაიზრდა, ამიტომ მან არაერთხელ მოითხოვა მოსამართლეებისა და პერსონალის რაოდენობის გაზრდა, თუმცა ნაცვლად ამისა, მოსამართლეთა რაოდენობა 24-ით შემცირდა.
პრესკონფერენციაზე წლის შეჯამებისას საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სასამართლოში  კრიზისი ხელოვურად არის შექმნილი.

ახალი ამბები