კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენინსპექცია პოლიციელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მუქარის შემცველ სტატუსს სწავლობს

14 იანვარი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის, ბაკურ ბაკაშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სტატუსს სწავლობს.

ბაკურ ბაკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ ნაკრძალში თავის 7 წლის ქალიშვილთან ერთად ღორზე სანადიროდ აპირებდა წასლას.
 „უახლოეს ხანში ჩემი შვილი, უფროსი გოგო, 7 წლის ლილე ბაკაშვილი მიმყავს ღორზე სანადიროდ და საქართველოში ყველა სამსახურს ვურჩევ, წინ არ გადამეღობონ, იქ ჩემი შვილი იქნება“, – წერს ბაკაშვილი.

პოლიციელის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის ელემენტებსაც შეიცავს.
„ვაი რა ცხელ ტყვიას გავუტარებ შუბლში, და მერე იკითხონ ვის რამხელა პატრონი ჰყავს. გამზრდელს ავუფეთქებ ყველას. მაგ დროს არ მომინდომოთ სამსახურეობრივი ჩართვები, პლუსები და პრემიები, კუბოში ჩავაწვენ ყველას“,–აცხადებს ბაკაშვილი.
ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულმა სტატუსმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
დიდი გამოხმაურების გამო ბაკურ ბაკაშვილმა სტატუსი წაშალა, მალე ფეისბუკიდან თავისი გვერდიც გააუქმა, მაგრამ ინფორმაცია ფეისბუკში მაინც გავრცელდა. აღნიშნული სტატუსი არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამორჩენია.

როგორც  humanrights.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

ახალი ამბები