კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 თებერვალს გორის საკრებულოში სხდომა გაიმართება

27 იანვარი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 იანვარს ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც 5 თებერვლის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი განიხილეს. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის შეტანილია ქალაქ გორის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ორჯერ ჩავარდა. 5 თებერვალს, დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის, მისი მოადგილის, ნინო ზურაბიშვილისა და საკრებულოს ოთხი კომისიის თავმდჯომარისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის ფარული კენჭისყრა ჩატარდება.

იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატებს სურვილი ჰქონდათ, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ 6 თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სხვა პირების არჩევა, თუმცა ამ ინიციატივას საკრებულოში კამათი მოჰყვა. ხმაურიანი განხილვის შემდეგ ბიუროს სხდომაზე საკითხს კენჭი უყარეს, თუმცა ოპოზიციის ინიციატივა თანამდებობის პირების არჩევის შესახებ 5 თებერვლის სხდომაზე არ განიხილება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნინო ზურაბიშვილის განცხადებით, უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს, რეგლამენტის მიხედვით, ორდღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ თანამდებობის პირების არჩევნებისთვის რიგგარეშე საკრებულოს სხდომა დანიშნოს.

„იმ შემთხვევაში თუ უნდობლობის გამოცხადება მოხდება, გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის განმავლობაში გაფორმდება აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელმოწერის შემდეგ შევა განკარგულება ძალაში. შესაბამისად, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, მოადგილის და კომისიის თავმჯდომარეების არჩევის საკითხი 5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე ვერ ჩაინიშნებოდა“, - აღნიშნა ნინო ზურაბიშვილმა.

5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები-გორელები“ დაფუძნდება, რომლის ერთ-ერთი წევრი იოსებ ფალელაშვილი იქნება, რომელიც მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. 

საკრებულოს თავმჯდომარედ საკრებულოს წევრ ილია მეტრეველის კანდიდატურას განიხილავენ, მოადგილედ კი - თამარ თედლიაშვილს.

საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და 4 კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტს ,,ქართული პარტიის" 4 საკრებულოს წევრი, ,,თავისუფალი დემოკრატების" ორი წევრი და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი ითხოვს. საკრებულოს 15 წევრიდან აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის 8 ხმაა საჭირო. საკრებულოში სამივე პოლიტიკური პარტიის წევრების ჯამი 7-ია. მე-8 გადამწყვეტ ხმად იოსებ ფალელაშვილი სახელდება, რომელმაც ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეობა დატოვა და ,,თავისუფალ დემოკრატები - გორელების" წევრი ხდება. 

ახალი ამბები