კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პროკურატურას, დაინტერესდეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის Facebook გვერდის სტატუსის წარმომავლობით

28 იანვარი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი  პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის facebook გვერდიდან ( Manana Archil Kobakhidze ) შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილისათვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, თუ საიდან იცის წერილის ავტორმა (სავარაუდოდ, ქალბატონმა მანანა კობახიძემ ან მისმა ქმარმა) ალეკო ელისაშვილისა და მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს შორის გამართული საუბრის შინაარსი ან ინფორმაცია საუბრის ჩანაწერის არსებობის შესახებ. 

გარდა ამისა, აღნიშნული გვერდიდან ალეკო ელისაშვილისათვის მიწერილი ინფორმაცია შეიცავს სავარაუდო ზეწოლისა და მუქარის ნიშნებს. ამდენად, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების გზით, საჭიროა, დადგინდეს წერილის ავტორის ვინაობა.

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა პატიმარმა ანასტასია ზაუტაშვილმა და არა პირიქით. მიმდინარე წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრში დარეკა #5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელიც  ელეკო ელისაშვილის ადვოკატს და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსს თამარ ავალიანს დაჟინებით სთხოვა ალეკო ელისაშვილთან შეხვედრა. ასევე, 13 იანვარს, ანასტასია ზაუტაშვილი ესაუბრა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს თამარ ლუკავას და ამ შემთხვევაშიც იგი ალეკო ელისაშვილთან  შეხვედრას და საუბარს ითხოვდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები