კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პიროტექნიკით დაზარალებულები საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებების შემოტანის აკრძალვას ითხოვენ

29 იანვარი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ტრავმატოლოგიურ განყფილებას 2016 წლის დადგომისთანავე 20-ზე მეტმა პაციენტმა მიაკითხა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი იყო. ჯეოჰოსპიტალსის განყოფილების უფროსის, თამაზ სიმონიშილის განცხადებით, სტაციონარში პიროტექნიკით დაზარალებული 3 პაციენტი იყო, რომელთაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

„სერიოზული შემთხვევები იყო, ერთ-ერთ ქალბატონს თითის ამპუტაცია ჩაუტარდა, რადგან განგრენა განვითარდა“,- აღნიშნა სიმონიშვილმა.
პიროტექნიკით დაზარალებულები პიროტექნიკის შემოტანის აკრძალვას ითხოვენ. 

„ფოიერვერკებს ვუშვებდით და ბოლო ორი ხელში ამიფეთქდა. ორი თითი მიმაკერეს, ერთი კი დავკარგე. ასეთი საშიში პიროტექნიკა არ უნდა შემოდიოდეს საქართველოში. პიროტექნიკა ჩინეთიდან შემოდის და მას ქართული ინსტრუქცია არ მოჰყვება, ამიტომ ვერ წავიკითხეთ გამოყენების წესები. უნდა აიკრძალოს ჩინური ასაფეთქებელი საშუალებების საქართველოში შემოტანა“, - განაცხადა დაზარალებულმა ციცინო დათუნაშვილმა.

ექიმ სიმონიშვილის განცხადებით, წესების არცოდნის გამო ბევრი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში. 

თუმცა, არაქართულ ენაზე არსებული ინსტრუქცია არ ყოფილა მიზეზი თბილისში მომხდარი შემთხვევის დროს, როდესაც 2 წლის ბავშმა საკვებ „ბურბუშელაში“ საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა გადაყლაპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი საშუალება ყვავილებით იყო გაფორმებული. სასაჩუქრე ინსტრუქციაში მითითებული ყოფილა, რომ მისი ჯიბეში ჩადებაც კი არ შეიძლებოდა. ბავშვს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი ამბობს, კანონმა ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  2012 წლის 25 მაისს ძალა დაკარგა, რის შემდეგაც სამომხმარებლო სფერო რეგულირების გარეშე დარჩა.
 
ხუროშვილის თქმით, აღნიშნული კანონით დადგენილი იყო მომხმარებელთა უფლებები,  საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო, და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე და ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ; მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადოებებში გაერთიანება.

„თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კანონი ძალადაკარგულია. ახალი კანონი ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მუშავდება კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებთან. რეალურად, დღეის მდგომარეობით, მოშლილია  პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი.

ჩინურ პიროტექნიკას არ გააჩნია ქართული წარწერა, შესაძლებელია, ჩინურად ჰქონდეს დაწერილი ინსტრუქცია, მაგრამ მომხმარებლისათვის იგი გაუგებარია, ანუ ითვლება რომ იგნორირებულია მომხმარებლის უფლებები, ამას ემატება მოსახლეობის მხრიდანაც უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც არაერთხელ მოჰყვა მძიმე შედეგი”,-აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია  ხუროშვილი.

ახალი ამბები